მე-15 დღეა ჩვენს ქვეყანას ვიცავთ. ჩვენ მყარად ვდგავართ. უკრაინული არმია იგერიებს შეტევებს საკვანძო ადგილებში. მადლობა ჩვენს ჯარს, ეროვნულ გვარდიას, მესაზღვრეებს, პოლიციას, ტერიტორიულ დაცვასა და ყველას, ვინც შეუერთდა თავდაცვას – ჩვენ არ გავხდით მონები და არც არასდროს გავხდებით. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბედისწერა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კომენტარები