• რეკლამა
  • კონტაქტი
02:00, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს +1 ადამიანი, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
23:24 10-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ჩვენს 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს  +1 ადამიანი, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი დემოკრატიული ცვლილება, რომელსაც ახალი ძალა ჩაუდგება სათავეში“- ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

მისივე განცხადებით, სიღარიბე, ტყუილი და უსამართლობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ქვეყანაში არჩევნების შედეგად უნდა დასრულდეს. 

„ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი გუნდის შეკრება და  ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება, რამაც შექმნა „ლელო“ და ეს არის ჩვენი სიძლიერე. ჩვენი გუნდი დღე და ღამე მუშაობს დაუღალავად იმისათვის, რომ სერიოზული შედეგი დავდოთ ხვალ.  გუნდს არცერთი მიმართულებით არ გაუჩერებია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მეც ათ დღეზე მეტია, კოვიდს ვებრძვი და ამის გამო იზოლაციაში ვარ, არც ერთი წუთით არ ჩამოვშორებივარ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და ჩართული ვარ ყველა სამუშაოსა თუ მიმდინარე პროცესებში. უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ შევქმენით სრულიად ახლებური, ევროპული, ძლიერი პარტია და დღეს გვყავს 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი, შეკრული გუნდი, აღჭურვილი “ახალი მარშალის გეგმით” და მიზანმიმართულად მივდივართ არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის,”- განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ თავმჯდომარის განმარტებით, ხვალინდელ არჩევნებს ქვეყნის განვითარების სტრატეგიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლის შეცვლაშიც არჩევნებში მონაწილე თითოეული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. 

“მინდა, მოვუწოდო მთელს მოსახლეობას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს ქვეყანა არის თითოეული თქვენგანის და თქვენ შეცვლით მის ხვალინდელ დღეს თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანით. ეს მოხდება, რადგან არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ტყუილზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ ტოტალურ ტყუილში მცხოვრებ საზოგადოებად ჩამოგვაყალიბეს ბოლო 8 წლის განმავლობაში, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ განწირულია წასასვლელად. ხელისუფლებაში კი უნდა მოვიდეს ახალი ძალა „ლელოს“ სახით,“ – განაცხადა ხაზარაძემ

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved