ჯგუფ “ფარის” თანადამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე:
პუტინმა შექმნა ყველაზე სასტიკი სიკვდილის კონვეირი.საქართველო სიკვდილის მანქანის მხარდამჭერთა სიაშია. ჩვენ, ომის შიშით, მშვიდობის მხარდაჭერის ფსევდოლოზუნგით, ისტორიის სამარცხვინო მხარეს ვართ. შიში და სიბრიყვე არ გვაძლევს საშუალებას სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, რუსეთის მოკავშირეობა გადახაზავს ყველაფერს რითიც ვამაყობთ.მე არ მინდა ასეთ რეალობას შევეგუო. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ, უბრალოთ ვალდებული ვართ, ისტორიის წინაშეც და მომავლის წინაშეც ვალდებული ვართ, შევცვალოთ სამარცხვინო რეალობა. პრინციპის ამბავია, ღირსების და თავმოყვარეობის ამბავია არ დავემორჩილოთ ბომჟების ნებას.ჩვენ 15 ივნის მივალთ კანცელარიასთან, ბომჟების მარიონეტები ძალიან დაყოვნდნენ საქართველოში, დროა მიტაცებული ხელისუფლება დათმონ და არალეგიტიმური მართველობა დაასრულონ. კობახიძის კოლაბორაციულ დაჯგუფებას ბატონის უფრო ეშინია, ვიდრე ამ ქვეყნის ნამდვილი პატრონების. ეს რეალობაც უნდა შევცვალოთ. თან კარდინალურად.ერთად ყველაფერი გამოგვივა.
კომენტარები