• რეკლამა
  • კონტაქტი
13:08, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩოხატაურში სამეანო-გინეკოლოგიური სერვისი უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა”– ირაკლი კუჭავა

ალია ავტორი - ალია
19:29 12-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
160

ჩო­ხა­ტა­ურ­ში, სო­ფელ ბუკ­ნარ­ში, ფეხ­მძი­მე ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. უცნობია რა დროში მივიდა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იყო თუ არა აღჭურვილი შესაბამისად, მაგრამ კლინიკაში მიყვანილი ლო­ლი­ტა პა­პა­ვას გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს.

“ლო­ლი­ტა პა­პა­ვა 7 თვის ფეხ­მძი­მე იყო, მე-4 შვილს ელო­და. მის ოჯახს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სი ქონდა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 116-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავა, სოციალურ ქსელში, წერს:

ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალბატონის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ, მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც უკვე რამდენიმე წელია ვცდილობდით, მოვითხოვდით, ვემუდარებოდით ყველას, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგეს სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება. თვითმმართველობა უძლურია კერძო სექტორი დაარწმუნოს აღნიშნული მომსახურების კრიტიკულ აუცილებლობაში, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კომერციული მდგენელის უპირატესად წარმოდგენა ჯანდაცვის სფეროში არაა მართებული და ასეთი ლეტალური შედეგებისგან დამზღვევი.
ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
ირაკლი კუჭავა, კომენტარებში წერს, რომ ჩოხატაურში სამეანო–გინეკოლოგიური განყოფილება უკვე 3 წელია გაუქმებულია.
კომენტარებში, მოქალაქე, წერს:
კომერციული მდგენელის დამსახურებაა ის ფაქტიც .რაიონში დიდი საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ ონკოლოგიურმა პაციენტებმა .რომ სამოქალაქო ბიუჯეტით გათვალისწინებული გამოყოფილი ,მუნიციპალიტეტიდან თანხა დახარჯულიყო სკრინინგის აპრატურის შეძენაზე .და გაიმარჯვა და შეიძინეს .კიდეც .,მაგრამ სადაა ეს მომსახურეობა რაიონში ?მე პირადად და ასევე ყველა ჩემნაირი პაციენტი ისევ სხვა რაიონში მივდივართ სკრინინგზე . ასეა როდესაც წინ ფინანსურ სარგებელს აყენებს სამედიცინო სფერო და შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved