• რეკლამა
  • კონტაქტი
10:45, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩნდება კითხვა – რას გვაძლევს ნატო? თუ ეს უსაფრთხოება არ გვექნება გარანტირებული, მაშინ რაღა გვინდა ნატოში?” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:23 01-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, ნატო–ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდრე ფოგ რასმუსენმა განაცხადა: „საქართველო და უკრაინა ნატო–ში უნდა მოვიწვიოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების გარეშე“. დიდი ხმაური მოჰყვა რასმუსენის ამ განცხადებას. რატომ თქვა ეს ნატო–ს ყოფილმა გენმდივანმა მაინც და მაინც ახლა და ზოგადადაც, როგორ შეაფასებთ მის ამ განცხადებას?

– ასეთი მოსაზრება დიდი ხანია ტრიალებს. არა მგონია,  რასმუსენის ეს მოსაზრება ნატო–ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა უაპელაციოდ გაიზიარონ. მით უფრო, რასმუსენი დიდი ხანია აღარ არის თანამდებობაზე და მის ამ განცხადებას, ნატო–ს ოფიციალურ პოზიციად ვერ ჩავთვლით. მას შეუძლია ამ ტიპის თავისუფალი განცხადებების კეთება, ნატო–ს ხელისუფლებისგან განსხვავებით. დიდი რისკის შემცველია ტერიტორიული მთლიანობის გარეშე, სადავო ტერიტორიების მქონე ქვეყნების ნატო–ში მიღება. ეს ხდება საფუძველი იმისა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მიღებაზე თავი შეიკავონ. ნატო–ს მე–5 მუხლი ქმნის საფრთხეს, რომ ასეთი, სადავო ტერიტორიების მქონე ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანება, მომავალში შესაძლოა, მასშტაბურ საომარ კონფლიქტში გადაიზარდოს. ცხადია, ეს ნატო–ს წევრ არც ერთ სახელმწიფოს არ აწყობს. მეორეს მხრივ, ეს ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შევიდეთ ნატო–ში, თორემ ისინი პრაგმატიკოსები არიან, ეს ბარიერი, სადავო ტერიტორიები, ჩვენს შემთხვევაში მოეხსნებათ. გარდა ამ ფაქტორისა, ნატო–ს წევრობაზე გარე რისკების გარდა, არსებობს შიდა რისკები. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ბლოკი, ის სამხედრო–პოლიტიკური ბლოკიც არის. ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ სამყაროდან, საითაც მივისწრაფვით და სადაც ნატო–ს წევრი ქვეყნები არიან. თუმცა, არიან ქვეყნები, რომლებიც ჩვენსავით ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს, მაგრამ ისინი უკვე იქ არიან. ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

– ჩვენ უკვე გადავუხვიეთ მაგ გზიდან.

– ასეა, სამწუხაროდ. ჩვენი მმართველობითი სისტემა უფრო მორგებულია დსთ–სა და ოდკბ–ზე, ვიდრე ნატო–ზე.

– რასმუსენის ნათქვამი შემთხვევითს არ ჰგავს. სავარაუდოდ, ნატო–ს შიგნით, ამ საკითხის რაღაც დონეზე განხილვა უკვე დაწყებული უნდა იყოს. მე ასე მგონია.

– ამ ტიპის განცხადებებს, როგორც წესი, რასმუსენი აკეთებს–ხოლმე. ცხადია, არც ეს განცხადებაა შემთხვევითი. მის სიტყვას ფასი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო პოლიტიკური თამაშის სახე აქვს ამას, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებისა.

– საქართველოში ოდესმე მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაბედავს და ხალხს ეტყვის, ნატო–ში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შევიდეთო?

– არა, რა თქმა უნდა, ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს. თუ ნატო–ში შესვლის წინაპირობა უნდა იყოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმა, ამ საკითხის საბოლოოდ დავიწყება, ამ ნაბიჯს ვერავინ ვერ გადადგამს. აქ არის სხვა ფორმებიც. რადგან სადავო ტერიტორიები გაგვაჩნია, უკეთ, რუსეთმა აქცია ისინი სადავოდ, მიგვიღონ ნატო–ში, მაგრამ მე–5 მუხლი არ შეგვეხოს. ეს მუხლი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედად ითვლება და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა. ეს მუხლი ამბობს, რომ ნატოს  ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე. თუ მე–5 მუხლის ვალდებულება მოიხსნა ნატო–მ, მაშინ ჩნდება კითხვა – რას გვაძლევს ნატო? ჩვენ ხომ უსაფრთხოების ქოლგა გვჭირდება და ნატო–ში შესვლა იმიტომ გვინდა. თუ ეს უსაფრთხოება არ გვექნება, სრულად გარანტირებული, მაშინ რაღა გვინდა ნატოში? ასეთი წევრობა, პირიქით, შესაძლოა, უფრო საზარალო აღმოჩნდეს ჩვენთვის, თუ ნატო–ს გაფართოების  მიმართ რუსეთის ამჟამინდელ პოზიციას გავიხსენებთ. ჩვენ ამას დინამიკაში უნდა ვუყუროთ. დღეს ცალსახა პასუხები ამ კითხვებზე, უბრალოდ, არ არსებობს.

თეგები: ანდრე ფოგ რასმუსენიგია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved