• რეკლამა
  • კონტაქტი
20:33, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩინური ვაქცინის შესახებ მთავარი პრობლემა ჯერჯერობით ინფორმაციის არარსებობაა“- ვახტანგ კალოიანი

ალია ავტორი - ალია
17:45 04-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ექიმი-რეანიმატოლოგის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, მთავარი პრობლემა „სინოფარმის“ ვაქცინასთან მიმართებაში ჯერჯერობით ინფორმაციის არარსებობაა.

კალოიანი აღნიშნავს, რომ ჩინური ვაქცინის ირგვლივ სხვადასხვა სახის სკანდალები იყო.

„თავისთავად ფაქტი იმისი, რომ ავტორიზაციამდე იყიდა სახელმწიფომ ვაქცინა ამაში ცუდი არაფერია, ამ კონკურენტულ გარემოში ეს მიღებული პრაქტიკაა და კარგი იქნებოდა, რომ ეს ბევრად უფრო ადრე გაგვეკეთებინა უზრუნველვყოფილიყავით უსაფრთხო ვაქცინებით.

რაც შეეხება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინას, მთავარი პრობლემა მასთან მიმართებაში რაც არის ჯერჯერობით ინფორმაციის არარსებობაა.

ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია მესამე ფაზის კვლევებზე, იმ ქვეყნებიდან სადაც ეს ჩატარდა, ზოგან ეს კვლევები შეჩერდა , ზოგან სხვადასხვა სახის სკანდალი იყო რეალურად მისის გამოყენება დიდად აღარ გაგრძელებულა. მთავარი პრობლემა არის ინფორმაციის ნაკლებობა.

თუ კი მკაცრი მარეგულირებელი მიიღეებს და პრეკვალიფიკაციას გაუკეთებს ჩინურ ვაქცინას, არანაირი წინასწარ განწყობა მის მიმართ ნეგატიური არ გვექნება.

ის არის ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით დასუსტებული ვირუსი და ამ ტიპის წარმოება ხდებოდა აქამდე, გარკვეულ საზოგადოებაში იწვევს ნდობას, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილში მეტი ნდობაა, მაგრამ მთავარი გამოწვევა ინფორმაციის არარსებობაა.

სკანდალები იყო სხვადასხვა სახის, პერუმ შეწყვიტა იმის გამო რომ უსაფრთხოებასთან იყო კითხვები, ბრაზილიაში კორუფციული სკანდალი იყო, საუდის არაბეთში დადგა საკითხი ხომ არ არის მესამე აცრის გაკეთება საჭირო რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს, თუმცა ეს კითხვები ყველა ვაქცინასთან მიმართებაშია.

მოსახლეობას აქვს სერიოზული კითხვები და მათ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები, რომ ინფორმირებული შეგნებული არჩევანი გააკეთონ.

წელს მოგვიწევს ცხოვრება პოპულაციური იმუნიტეტის გარეშე და უნდა ვმართოთ ეს ეპიდემია.

ეპიდემიური ვითარება უარესდება, ამის მიზეზია ჩვენი არათანმიმდევრული დამოკიდებულება შეზღუდვების დაწესებითა და მოხსნის მიმართ და რაც ყველაზე მთავარია მოხსნილი შეზღუდვების პირობებში არსებული რეგულაციების ვერ მართვა იმ ორგანოების მხრიდან, ვისაც ეს ევალება.

თუ ჩვენ მოვახერხეთ ზომიერი მინიმალური შეზღუდვების სწორ მენეჯმენტს, ჩვენ ავიცილებთ თავიდან ისეთ ტრაგიკულ შეზღუდვებს, როგორიცაა „ლოქდაუნი“ და ეს ქვეყნის ეკონომიკური კატასტროფის საფუძველი იქნება.

ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან მიმართული და თანაბარი, ზომიერი მართვა იმ რეგულაციების რაც დღეს გვაქვს და საზოგადოების მხრიდანაც თვითორგანიზაციასაც აქვს დიდი მნიშვნელობა“-განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სინოფარმის ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

ქვეყანა ჩინეთის მთავრობისგან, ასევე, ელოდება „სინოვაკის“ ვაქციანას, მას ქვეყანა უსასყიდლოდ მიიღებს.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

13:03 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved