• რეკლამა
  • კონტაქტი
21:00, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩინური ვაქცინა ჯანმოს აღიარებას ელოდება, თუმცა საქართველოში ვაქცინაცია იწყება

ალია ავტორი - ალია
11:26 05-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“ლეო მესი ოფიციალურად იცრება „სინოფარმის“ ვაქცინით და მას პერსონალურად ჩაუტანეს ბარსელონაში თვითმფრინავით ვაქცინა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო გამოიყენებს ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინას, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯანმოს მიერ ოფიციალურად აღიარებული არ არის. 

„აღიარების პროცესი არ შეჩერებულა. მათ დასჭირდათ დამატებით დოკუმენტაცია, რაც ჩინელებმა ორივე ვაქცინაზე წარადგინეს, რასაც ჯანმო სწავლობს. ერთ კვირაში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. პირადად მე დადებით გადაწყვეტილებას ველოდები. 

თუ უარყოფითი პასუხი იქნება, არ ვიცი რა მოხდება „სინოვაკის“ შემთხვევაში, რომელიც ახლახან გვაჩუქა ჩინეთმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ „სინოფარმი“ მაინც წავა გამოყენებაში, რამეთუ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველივე დღეს 14 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. მას უკვე იყენებს 47 ქვეყანა. მათგან უმრავლესობამ დეფაქტო მოახდინა შემთხვევების შემცირება და რაც მნიშვნელოვანია სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება. 

ჯანმოს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ პატივი ვეცით საზოგადოების სურვილს და ველოდებოდით საერთაშორისო აღიარებას. 47 ქვეყანა არ დაელოდა საერთაშორისო აღიარებას და ის დაიწყებს მათი გამოყენება. მათ მესამედზე, ან მეტად შეამცირეს ახალი შემთხვევების მატება და სიკვდილობის შემთხვევები. ვინ დარჩა უფრო მოგებული? 

თან ჩინური ვაქცინები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ვაქცინები. როგორც ვიცი, მათზე სასიკვდილო შედეგები არ დაფიქსირებულა. 

ახლა გეტვით საინტერესო ამბავს, რაც ყველამ შეიძლება არ იცის. ამერიკაში ტარდება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში. იქ ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ ნაკრებებს მისცენ, სადაც ყველა ვაქცინირებული იქნება მომსახურე პერონალის ჩათვლით. მათ შეიძინეს 50 ათასი დოზა „სინოფარმი“, მაშინ როდესაც თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერი სხვა ვაქცინის ყიდვა. ასევე გეტყვით, რომ ლეო მესი ოფიციალურად იცრება „სინოფარმის“ ვაქცინით და მას პერსონალურად ჩაუტანეს ბარსელონაში თვითმფრინავით ვაქცინა. როგორ ფიქრობთ, მესის არ მიუწვდება ხელი ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე? ასე რომ, ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს და მსოფლიოში გამოცდილია. 

თუ იქნება ჯანმოს აღიარება და იმედი მაქვს, რომ იქნება, ეს გახდება დამატებითი მოტივაცია, მაგრამ ჯანმოს აღიარების გარეშეც, რომ მოხდეს ვაქცინაცია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved