უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, დიდი ალბათობით, გაზაფხულზე დაიწყება კორუმპირებული ჩინოვნიკების დაკავება.
როგორც მან Telegram-ის არხზე დაწერა, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის მთავრობამ ჩინოვნიკები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ შეწყვიტონ საეჭვო ბიზნესების კეთება და სანაცვლოდ ომში დაზარალებულებს დაეხმარონ, თუმცა მათმა ნაწილმა ეს მოწოდებები უგულებელყვეს.
არახამიას განმარტებით, დაკავებები შეეხება როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში გენერატორების შეძენასთან დაკავშირებულ, ისე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად მომხდარ სკანდალებს.
“ალბათ, ამ გაზაფხულზე აუცილებლად დავიწყებთ აქტიურობას. “დროის ამოწურვა” აღარ იმუშავებს. ზოგმა ჩინოვნიკმა გონება ისე დაკარგა, რომ შიშისა და სინანულის გარეშე დაიწყო ძარცვა”, –წერს არახამია Telegram-ზე.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები