• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩინეთში „სინოვაკის“ ვაქცინით 3-დან 17-წლამდე არასრულწლოვნებს აცრიან

ალია ავტორი - ალია
12:21 06-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ჩინეთში „სინოვაკის“ ვაქცინით 3-დან 17-წლამდე არასრულწლოვნებს აცრიან. შესაბამისი ნებართვა ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანომ გასცა.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ. ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში უკვე გამოიყენეს 723,5 მილიონი დოზა ვაქცინა.

ჩინელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ „სინოვაკის“ ვაქცინის კლინიკური გამოცდის პირველ და მეორე ფაზაში გამოჩნდა, რომ ის ეფექტურია 3-დან 17-წლამდე ასაკის არასრულწლოვნებში და გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ფორმის იყო.

როგორც „როიტერი“ წერს, ამ ეტაპზე ბავშვებისთვის აცრების გამოყენების ნებართვას ითხოვს კიდევ ერთი ჩინური მწარმოებელი „სინოფარმიც“. მათ შესაბამისი კვლევა უკვე წარუდგინეს მარეგულირებელს.

ამასთან ერთად, კომპანია „სინოვაკში“ განაცხადეს, რომ მათ დაასრულეს კლინიკური კვლევის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც, მესამე დამატებითი დოზის ეფექტურობა შეამოწმეს.

როგორც აღმოჩნდა, მესამე დამატებითი დოზის გაკეთებიდან ერთ კვირაში კვლევაში მონაწილე პირთა ორგანიზმში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა. ხოლო ერთ თვეში ანტისხეულების რიცხვმა 20-ჯერ მოიმატა.

ამასთან, ჩინეთის მარეგულირებელ ორგანოში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე „სინოვაკის“ მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაციის გაცემა ნაადრევია და ამას კვლევის გაგრძელება სჭირდება, რათა დადგინდეს, როდის არის ყველაზე ეფექტური პერიოდი ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ახალი ამბები

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

13:07 04-23-2026
სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved