• რეკლამა
  • კონტაქტი
05:15, პარასკევი, 9 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩინეთში ოჯახმა 14 წლის წინ გატაცებული შვილი იპოვა

ალია ავტორი - ალია
12:51 12-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ჩინეთში წყვილი თავის 14 წლის წინ გატაცებულ შვილს შეხვდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, სან ჟუ ქალაქ შენჟენში 2007 წელს გაიტაცეს, როდესაც ის 4 წლის იყო. მშობლებს მისი ძებნა არ შეუწყვეტიათ – ძებნის დასაფინანსებლად ქონება გაყიდეს და შვილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის 31 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდოც დააწესეს.

ეს ამბავი საფუძვლად დაედო ჰონგ-კონგელი რეჟისორის, პიტერ ჩანის 2014 წლის ფილმს Dearest, რომელმაც 50 მილიონი დოლარი მოაგროვა და ჩინეთში ბავშვების ტრეფიკინგის საკითხი წინა პლანზე წამოწია.

სამართალდამცველებმა სახის ამოცნობის ტექნოლოგიის მეშვეობით მიაგნეს ადამიანს, რომელიც სანის გატაცებაში იყო ბრალდებული, შემდეგ კი უკვე 18 წლის სანის ადგილმდებარობაც დაადგინეს. მისი ვინაობა დე ენ ემის ანალიზით დადასტურდა. თუმცა თავად სანმა მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ცხოვრებას აღმზრდელ დედ-მამასთან გააგრძელებს.

ექსპერტების შეფასებით, ჩინეთში ბავშვების ტრეფიკინგის საკითხი ახლა უკვე გაუქმებულ ერთი ბავშვის პოლიტიკას უკავშირდება. წლების განმავლობაში ოჯახებს, სადაც ერთზე მეტი ბავშვი იყო, ჯარიმების გადახდა უწევდა. სოფლებში კი ბიჭებს უფრო აფასებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მამრობითი სქესის ბავშვს მომავალში ოჯახისთვის მეტი ფინანსური სარგებლის მოტანა შეეძლო. შედეგად, შავ ბაზარზე ბიჭებზე მოთხოვნა და, შესაბამისად, გატაცებების რაოდენობა გაიზარდა. ყოველწლიურად გატაცებული ბავშვების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, 2021 წელს საკუთარ ოჯახებს 8 ათასზე მეტი გატაცებული ბავშვი დაუბრუნდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის
ახალი ამბები

ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის

15:00 01-08-2026
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved