საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჩინეთის საქველმოქმედო ალიანსში“ კორონავირუსთან საბრძოლველად შემოწირულობების სახით უკვე 10 მილიარდი იუანი (1,46 მილიარდი დოლარი) შეგროვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ თანხის 22% ჩინურმა კომპანიებმა შეაგროვეს, განსაკუთრებული წვლილი კი კორპორაციებმა Alibaba-მ, Baidu-მ და Tencent-მა შეიტანეს.
საქველმოქმედო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველა შემოწირულობა ფონდში ნებაყოფლობით, ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით და გამჭვირვალე პროცედურებით შედის.
კომენტარები