ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 2,714-ია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, ჩინური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4, 515 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
კომენტარები