ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 88.5%-ი განიკურნა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს მხოლოდ 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ჩინეთის 31 რეგიონიდან კი 13 მათგანში ვირუსის ახალი შემთხვევა აღარ გამოვლენილა. აღშანიშნავია ისიც, რომ ჩინეთში ვირუსის გადაცემა უკვე მესამე დღეა, ზედიზედ არ დაფიქსირებულა.
სამაგიეროდ, უცხოეთიდან ჩინეთში ჩასული ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 41-ით გაიზარდა და 269 შეადგინა.
კომიტეტის ცნობითვე, სულ ჩინეთში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 81 ათასი ინფიცირებულია აღრიცხული. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი, 4 პროცენტია.
კომენტარები