დიპლომატი მამუკა გამყრელიძე:
IMHO ყველაზე ლოგიკური საგარეო პოლიტიკა აქვს ჩინეთს, ათასწლეულებით გამოცდილი სტრატეგია, დააჯახო “შორი ბარბაროსები ახლო ბარბაროსებს” და ამით ორივე დაასუსტო. თან ისე, რომ თავად ამ დაპირისპირებაში მხოლოდ ირიბად მონაწილეობს.ჩინეთმა ისე კოხტად შეიქმნა სატელიტები რუსეთი და ირანი, რომ მათ თავი სრულიად დამოუკიდებელი ჰგონიათ და თავად ჰყავთ სატელიტები. ჩინეთი კი მათი ხელით ურევს ვითარებას ევროპაშიც, აზიაშიც, ახლო აღმოსავლეთშიც და აფრიკაშიც. მიზანი მარტივია, დაასუსტოს დასავლეთი. არ გაანადგუროს, არამედ დაასუსტოს.დასავლეთი ამ დროს შიდა გარჩევებით არის დაკავებული. ებრძვის “კლიმატის ცვლილებას” და საკუთარ ენდემურ მოსახლეობას ულტრალიბერალების და უცხო კულტურის მატარებელი ემიგრანტების ხელით.ჩინელები კი მშვიდად არიან…
კომენტარები