• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩინეთმა გვაჩუქა 100 000 დოზა სინოვაკის ვაქცინის, მაგრამ, ცნობილია, რომ ჩინეთი ტყუილად არავის არაფერს ჩუქნის, სავარაუდოდ, ამ ჩუქების უკან დგას რამე პირობა“ – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
21:07 05-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.

– ისრაელი აცხადებს, რომ კოვიდის საწინააღმდგო მედიკამენტის კვლევის ახალ ფაზაზე გადადის და საქართველოც მიიღებს მონაწილეობას ამ კვლევებში, რას ამბობენ ევროპაში, რამდენად იმედიანად არიან ამ მედიკამენტის მიმართ განწყობილნი?

– აქამდე წამალი ექსო-სიდი24 იცდებოდა მხოლოდ ისრაელში და კვლევის პირველ ნაწილში მისი გამოცდა მოხდა მხოლოდ 30 ადამიანზე რომლებიც იყვენ მძიმე სტადიის პაციენტები. ისრაელმა თქვა, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ 2-3 დღეში და გაეწერენ ჰოსპიტალიდან 5 დღის შემდეგ. ამ მედიკამენტის მიღება ხდება ინჰალაციის გზით დღეში ერთხელ და საკმაოდ იაფი დაჯდება მისი წარმოება. ახლა გადადიან კვლევის მეორე ეტაპზე, რომელიც უფრო მასშტაბური იქნება. ევროკავშირის ქვეყნებიდან, საბერძნეთმა გამოთქვა სურვილი და საბერძნეთის 2 ჰოსპიტალში გამოიცდება ასევე მედიკამენტი. მეორე ეტაპზე გამოჩნდება, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია მედიკამენტი. ალბათ, საქართველოც ჩაერთვება კლინიკურ კვლევებში. რომ არ მოგატყუოთ, ევროპაში ამ მედიკამენტზე დიდი საუბარი არ მიდის, ისრაელი კი დიდი უმედით უყურებს და ვნახოთ. ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეადგენდა პორტფოლიოს 10 პოტენციური კოვიდ-19 სამკურანლო საშუალებისათვის რომელიც ევროპის წამლების სააგენტოს მიერ შედგენილი 57 კანდიდატის გრძელი სიიდან იქნება ამორჩეული. შემდეგ სააგენტო ამ სიიდან ივნისისთვის გამოავლენს ხუთ ყველაზე პერსპექტიულს. ევროკომისიის გეგმის თანახმად კოვიდის სამი მედიკამენტი, რომელსაც აქვს პანდემიის „კურსის შეცვლის“ შესაძლებლობა, უკვე ოქტომბრიდან იქნება ნებადართული მასობრივი წარმოებისა და გამოყენებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში. საწყისი 90 მილიონი ევრო უკვე ხელმისაწვდომია კლინიკური კვლევებისთვის. პირველი კლინიკური კვლევები ბევრმა მედიკამენტმა გაიარა კარგი მაჩვენებლით, სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ არ იყო ეფექტური. ვნახოთ, წლის ბოლოს გამოჩნდება.

– მე მაქვს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ვაქცინის საკითხში დახმარება შემოგვთავაზა, თუმცა, შემდეგ, რატომღაც ეს მოლაპარაკება ვერ შედგა. მახსოვს, როგორ დაგვპირდა ვაქცინას ჯერ ამერიკის ელჩი და მერე ევროკავშირის ელჩის – მიუხედავად ამისა, ვაქცინა ჩინეთიდან შემოგვაქვს! არადა, რომ გვკითხო, ყველა ჩვენი მეგობარია! თავად ჩინეთიც კი აღიარებს, რომ ფაიზერის ვაქცინას, მაგალითად, მეტი აქვს დაცვა ვირუსისგან, ვიდრე ჩინურ ვაქცინას – რა ხდება, ხომ არ გაქვთ რამე ტიპის ინფორმაცია?

– ეს ცოტა რთული ფენომენია და ძალიან მიკვირს. საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია და ალბათ კარგი იქნებოდა, რომ სწორედ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ყოფილიყო საუბარი ვაქცინებზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი ამერიკას პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევს. გამოდის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკური ოპონენტის ვაქცინები შემოვიტანეთ ქვეყანაში. ჩინეთმა ახლა გვაჩუქა 100 000 დოზა სინოვაკის ვაქცინის, მაგრამ, უმეტესად, ჩინეთი ტყუილად არავის არაფერს ჩუქნის, სავარაუდოა, რომ ამ ჩუქების უკან დგას რამე პირობა, მაგალითად, მომდევნო დოზების მისგან ყიდვა, გამოჩნდება, არ დაიმალება ეგაც.

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved