• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, კვირა, 29 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩინეთის პრეზიდენტი აღლუმის საყურებლად არ ჩასულა მოსკოვში” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
17:35 05-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,817

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი იოლად აგიხსნით, რომ ჯანსაღი ოპოზიციის არსებობის გარეშე შეუძლებელია ჯანსაღი სახელმწიფო სისტემის არსებობა. ოპონირება ქმნის კონკურენციას; კონკურენცია ქმნის დინამიკას და დინამიური სისტემები კი გარანტიაა დაჭაობება-დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად.
ეს აქსიომა მართებულია ნებისმიერ სიტუაციაში და მასშტაბებში. ამერიკა-ევროპას შორის პოლიტიკური კონკურენციის გაქრობამ დასავლური ცივილიზაცია უძრაობის ეპოქაში შეიყვანა. სწორედ ამან განაპირობა რუსეთისა და ჩინეთის აგრესიული მასშტაბური ექსპანსია, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.
ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ეს სტაგნაცია დაარღვია. მსოფლიო ამოძრავდა. ევროპა ცდილობს ამერიკას შეეჯიბროს ცივილიზაციის ფლაგმანობაში, კარგი საქმეების კეთებაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ცდილობენ ამერიკას დაუმტკიცონ თავიანთი ლოიალობა და ერთმანეთზე უკეთეს ეკონომიკურ ხელშეკრულებებს სთავაზობენ.
რუსეთისა და ჩინეთის სპეც-სამსახურებისათვის ჩვეული სტატიკური ნირვანა დაირღვა. ისინი ჯერჯერობით დაბნეულები არიან ახალ რეალობაში.
ტრამპის კრიტიკოსთა აპოკალიპტურმა სცენარებმა ნელნელა გაფერმკრთალება დაიწყეს. უოლ-სტრიტი არ ჩამოქცეულა; ბირჟაზე სიტუაცია გაუმჯობესდა; არც უკვერცხოდ დარჩენილა ამერიკა. საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადეს რუსული ინტერნეტ-სივრცის ტრამპისტებმა. ტრამპის მგზნებარე აპოლოგეტი ილარიონოვი მკვეთრი ანტი-ტრამპისტი გახდა; ანალოგიური დინამიკა შეინიშნება არესტოვიჩთან. ერთი შეხედვით თითქოს უცნაურია ეს ყველაფერი, არადა ძალიან ლოგიკურია; მარტო საქართველოში კი არ სჯერათ დიფ-სტეიტის მიერ ტრამპის დაბრიყვების. ქართველი ანტი-ტრამპისტები მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსის სცენარებს შეეშვნენ და უკრაინაზე კონცენტრირდნენ. იქაც მშვენიერი დინამიკა შეინიშნება, მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის დამსახურებაზე საუბარი. ცხადია, იმას არავინ აღნიშნავს, რატომ ვერ შეძლო უკრაინის პრეზიდენტმა სიტუაციის ასეთი დრამატული შემობრუნება ამერიკის წინა ადმინისტრაციის დროს.
პრეზიდენტი ზელენსკი მართლაც იმსახურებს ქებას. უკვე მშვვენივრად აუღო ალღო სიტუაციას და მიხვდა ამერიკელებთან დაპირისპირების კონტრ-პროდუქტიულობას; მითუმეტეს, როდესაც ამისი არავითარი საჭიროება არ არსებობს, რადგან პუტინი ბრიყვული სწორხაზოვნებით მიჰყვება თავის ჩვეულ ტაქტიკას.
-რატომ მისცა პუტინს ამდენი დრო, ხომ თავიდანვე ნათელი იყო, რომ პუტინს არ სურდა დაზავება? – კითხულობს მარკ ფეიგინი და ქართველთა ერთი ნაწილი.
ასეთი კითხვა ძალიან ბუნებრივია იმ ადამიანებისაგან, რომლებიც კარგად არ იცნობენ ამერიკულ თანამიმდევრულობას. ტრამპმა ძალიან კარგად იცის, როგორ მთავრდება გაწელილი სამხედრო კონფლიქტები; გავიხსენოთ ავღანური ეპოპეა; ამიტომ გულწრფელად ცდილობდა ზავის მიღწევას. მაგრამ, ასევე ლოგიკური იყო, რომ ამ ფიცხი ადამიანის მოთმინებასაც ექნებოდა საზღვარი. ამას უკვე პუტინიც მიხვდა და რიტორიკა შეარბილა.
ჩინეთის პრეზიდენტი აღლუმის საყურებლად არ ჩასულა მოსკოვში. დიდი ალბათობით, მან ცივად აუხსნა რუსს, რომ კომპრომისების დროა. ვინ იცის, იქნებ პრეზიდენტ სის საჩუქარის გაკეთება უნდა ტრამპისათვის, სანამ ტარიფებს თავიდან გადახედავენ. ომის გაგრძელების შემთხვევაში ხომ ჩინეთს ისევ მოუწევს რუსეთისთვის დახმარების გაგრძელება და ეს კი კიდევ უფრო გაამწვავებს ამერიკასთან კონფლიქტს.
ტრამპი მხოლოდ პუტინთან არ მოქცეულა ასეთი განსაკუთრებული მოთმინებით; ზუსტად ანალოგიური ტაქტიკა აქვს ირანთანაც; არაფრით არ სურს საომარი მოქმედების დაწყება. იმდენად ძლიერად არ სურს, რომ თავის ძველ მეგობარ ნეთანიაჰუს უკვე მკვეთრად დაუპირისპირდა. ამ პროცესს შეეწირა სახელმწიფო მრჩეველი ვოლციც, რომელიც ნეთანიაჰუს თანაუგრძნობდა და ტრამპისგან დამოუკიდებლად ალაგებდა ირანთან ომის გეგმებს. ნეთანიაჰუს ძალიან სახიფათო თამაში აქვს წამოწყებული და თუ თავად ისრაელმა არ ალაგმა მისი ავანტურა, ძალიან დიდ შარში გახვევს ქვეყანას. ცხადია, ტრამპი პალესტინის რესპუბლიკას არ აღიარებს, მაგრამ ტყუილად არ გავრცელდებოდა ეს ჭორიც. ნეთანიაჰუ უკვე ძალიან არაპოპულარული გახდა ტრამპისტ რესპუბლიკელებს შორისაც.
დაველოდოთ …

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved