• რეკლამა
  • კონტაქტი
04:49, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩინეთის ფორმატი” – “უფრო მეტი ექნება ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე” – ინჯიას ინიციატივა და საგარეოს პასუხი

ალია ავტორი - ალია
14:12 02-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ საგარე საქმეთა მინისტრს ჟენევის ფორმატის პარალელურად ახალი ფორმატის ჩამოყალიბება შესთავაზა, სადაც შუამავალი აშშ-ის მაგივრად ჩინეთი იქნებოდა და მისი არგუმენტები იყო, რომ “სიწყნარეა”, რომ “უფრო მეტი ექნება ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე”.

ფრიდონ ინჯია:

„მაინტერესებს ჟენევის ფორმატი. თუ გადავხედავთ სიტუაციას და ინტერესებს, რუსეთს საკუთარი ინტერესები განაღდებული აქვს, ის წარმოდგენილია საქართველოში, 40 კილომეტრშია. აშშ-ს ასეთი სტატუს-კვო აწყობს, დიდად არ არის დაინტერესებული, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ. თუ ამ საკითხს გადავწყვეტთ, ისინი სხვა მხარეს აღმოჩნდებიან. ხომ არ ფიქრობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად მომხრეა და აცხადებს საქართველოს ერთიანობას, ხომ არ სჯობდა ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას. თუ ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში და უფრო მეტი ექნება ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბევრი რამ, შევაჯიბროთ ორივე ფორმატი, ჟენევის და მეორე ფორმატი გავხსნათ, სადაც მთავარი წამყვანი იქნება ჩინეთი. ვნახოთ, რომელი აჯობებს. 15 წელი გავიდა და არაფერია. თქვენი მოადგილეები ყველაფერს აკეთებენ, მუშაობენ, მაგრამ ისეთი ფორმატია, რომ იმათ არაფერი შეუძლიათ. ჩვენ არ ვესაუბრებით რუსეთს, რაც არასწორია, ერთი-ერთზე უნდა ვისაუბროთ ყოველგვარი შუამავლის გარეშე, ამაზე მრავალჯერ ითქვა. ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება სტრატეგიულ პარტნიორობაზე ჩინეთთან. ამის შემდეგ გარკვეული ფანჯარაა – სიწყნარეა. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააქტიუროს, სტრატეგიულ პროექტებში უნდა ჩართოს ჩინეთი, ყველაფერი გააკეთოს ამისთვის“ – თქვა ინჯიამ სხდომაზე.

დარჩიაშვილის თქმით, ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთადერთია, სადაც საქართველოს პარტნიორებთან ერთად წარმოდგენილია რუსეთიც.

“ჟენევის ფორმატში აშშ-ის გარდა ჩართულია ევროკავშირი, ეუთო, გაერო და ვფიქრობთ, რომ ეს ფორმატი, მიუხედავად იმისა რომ თქვენ საუბრობდით კონკრეტული შედეგების არ არსებობაზე, ეს პლატფორმა არის ერთადერთი, სადაც წარმოდგენილია ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, სხვა ჩვენის პარტნიორებთან ერთად, ისინიც იღებენ აქ მონაწილეობას და ამიტომ, ეს პლატფორმა დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ, რომ შესანარჩუნებელია. რადგან, ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ შევეცადოთ ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ მინიმუმ ამ დიალოგის ფარგლებში. ძალიან რთული იყო მორიგი რაუნდის გამართვა, რაც ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ, რომ მაშინ მორიგი რაუნდი გამართულიყო. ვაგრძელებთ ამ ფორმატში მუშაობას”, – თქვა დარჩიაშვილმა ინჯიას კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

რატომ აპატია პრემიერმა ინჯიას კომპანიას სახელმწიფოს მილიონები?

თეგები: ფრიდონ ინჯია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved