ფოტო – Daily Beast
Daily Beast-ის ინფორმაციით, რუსი სამხედროები, ჩერნობილში, ე.წ. წითელ ტყეში, რომლის ნიადაგიც რადიაციითაა დაბინძურებული, სანგრების გათხრისას მოიწამლნენ და ახლა მწვავე რადიაციული სიმპტომების გამო, ბელარუსში, სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.
შეგახსენებთ, Energoatom-მა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ატომურ ელექტროსადგურებზე, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროების ნაწილი ჩერნობილის დასატოვებლად ემზადებოდა, რადგან მათ რადიაციის დიდი დოზა მიიღეს და ავადმყოფობის პირველივე ნიშნებისთანავე პანიკა დაიწყო.
“წითელი ტყე” 1986 წლის 26 აპრილის კატასტროფის შედეგად, კვლავაც რჩება აკრძალულ ზონად. ტერიტორია იმდენად ტოქსიკურია, რომ ჩერნობილის სპეციალიზებულ მუშაკებსაც არ აძლევენ იქ შესვლის უფლებას.
კომენტარები