ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფიდან 40 წელი გავიდა. ავარია, რომელიც 1986 წელს მოხდა, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ბირთვულ ინციდენტად ითვლება მსოფლიო ისტორიაში.
აფეთქებას ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ უფრო მეტმა მიიღო რადიაციული დაზიანება. ფართო ტერიტორიები დღემდე დაბინძურებულია, ხოლო ქალაქი პრიპიატი სრულად მიტოვებულია და ე.წ. „მკვდარ ზონად“ რჩება.
ჩერნობილის ავარიას ბირთვული მოვლენების საერთაშორისო შკალაზე მაქსიმალური — მე-7 დონე მიენიჭა, რაც იგივე მაჩვენებელია, რაც იაპონიაში ფუკუშიმას კატასტროფის დროს დაფიქსირდა.
რადიოაქტიური ნივთიერებები ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა, თუმცა იმ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა რეალური მასშტაბების დამალვას.
დოკუმენტების მიხედვით, ექიმებსაც კი ავალდებულებდნენ, პაციენტების რეალური დიაგნოზების ნაცვლად სხვა მიზეზები დაეფიქსირებინათ, რათა რადიაციის გავლენა ოფიციალურად არ დადასტურებულიყო.
















კომენტარები