• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემს თაობას ნანახი აქვს კანონიერი ხელისუფლების ძალადობით შეცვლის შედეგები 90-იანების დასაწყისშიც და 2003 წელსაც. ნუ გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს“ – კვირიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:01 11-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს და წერს:

„როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და არსებობს რისკი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ჩარევით ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ვისაც რითი შეგვიძლია, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ ამგვარი რისკების თავიდან აცილებას მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა ჩვენს პოზიციას ყველა. ამ განცხადებას სამი ადრესატი ყავს, მინდა მივმართო მათ, როგორც ერთმა ადამიანმა, რომელსაც მხოლოდდამხოლოდ სიტუაციის განმუხტვის მოკრძალებული სურვილი და პოლიტიკური რეალობის გაცნობიერება ამოძრავებს:
1. ხელისუფლებას:
სასწრაფოდ გამოიძიეთ და კანონით გათვალისწინებული რეაგირება განახორციელეთ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ; ეს მნიშვნელოვანია პოლიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც გეტყვით, რომ ეს სამართალდამცავთა დემოტივაციას გამოიწვევს, ვინაიდან სწორედ პოლიციელთა უმრავლესობისთვისაა მიუღებელი მიწაზე დაგდებულზე ძალადობა.
შეწყვიტეთ მოსახლეობის დადანაშაულება, წაკითხულის შინაარსის გაგების უნარის არქონის დაბრალება და ა.შ. ხალხთან ქედმაღლობით საუბარი კარგის არაფრის მომტანია თქვენთვის. ასე იქცეოდა ნაცმოძრაობა და ესაა მათი დღემდე პოლიტტოქსიურობის მიზეზი. აღიარეთ, რომ თქვენი განცხადება იყო არასწორი, ეს იქნება სიძლიერის და არა სისუსტის გამოხატულება.
გამოიყენეთ ყველა ოფიციალური და არაოფიციალური არხი დასავლეთთან ურთიერთობის დასათბობად, გამოთქვით მზადყოფნა ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის მყისიერად განახლებაზე, თუნდაც ამან ვერ მოიტანოს სწრაფი შედეგი – რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ საქართველო შეინარჩუნებს სუვერენულ უფლებას, დაიცვას საკუთარი ფასეულობები.
2. მათ, ვინც გულწრფელ პროტესტს გამოხატავს ქუჩებში (მათთან, ვინც ცდილობს სიტუაციის ბოროტად გამოყენებას, სასაუბრო არაფერი მაქვს):
სოლიდარული ვარ თქვენი სულისკვეთების და მოთხოვნის, საქართველომ აქტიურად განაგრძოს ევროინტეგრაციის პროცესი. ახალგაზრდების, ჩვენი შვილების გულწრფელი სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ, ცივილიზებულ, ეკონომიკურად განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში სრულიად ლეგიტიმურია და შესმენილ უნდა იქნას. უმნიშვნელოვანესია, გაემიჯნოთ ძალადობას – მომიტინგეთა მხრიდან ნებისმიერი შეტევა პოლიციელთა მიმართ დასაგმობია და შეიცავს უდიდეს რისკს, რომ მოვლენები უკონტროლო გახდეს. უამრავი არაკეთილმოსურნე ელოდება შესაძლებლობას, ააფეთქოს სიტუაცია საქართველოში. ნუ მივცემთ მათ ამის საბაბს და საშუალებას.
3. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს:
შეწყვიტეთ საუბარი საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე და არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე, დაელოდეთ ეუთო ოდირის და სხვა მაღალრეპუტაციული საერთაშორისო დამკვირვებლების საბოლოო ოფიციალური დასკვნების გამოქვეყნებას, პატივი ეცით მათ და ამის შემდგომ გააკეთეთ შეფასებები. ხელი შეუწყეთ დიალოგს ქართულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ყველა საპირისპირო გზა არა მხოლოდ არაფრისმომტანია, არამედ შეიცავს სიტუაციის გამწვავების რისკს, რისი შედეგიც ნამდვილად ვერ იქნება საქართველოს დაახლოება დასავლეთთან, პირიქით, ამ სიტუაციით დანამდვილებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში არეულობის მოსურნეებმა და უპირველეს ყოვლისა ოკუპანტმა ქვეყანამ; შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი, რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესი რეგიონში შეუქცევადად დაზიანდეს. შემდგომ ამ ყველაფრის ნორმალურ კალაპოტში მოტრიალება ურთულესი იქნება. ჩემს თაობას ნანახი აქვს კანონიერი ხელისუფლების ძალადობით შეცვლის შედეგები 90-იანების დასაწყისშიც და 2003 წელსაც. ნუ გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს.
დაბოლოს, ყველა მხარე უნდა ვეცადოთ, ვნებათა ღელვა ჩავაცხროთ და ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური კომპრომისების გზით (კომპრომისების ნაწილში კი ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა) შევძლოთ, საქართველო დავაბრუნოთ განვითარების სასურველ ვექტორზე.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved