• რეკლამა
  • კონტაქტი
02:51, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემს ქვეყანაში დაბრუნება მინდაო” | კობა ნაყოფია ადასტურებს, რომ დავით კეზერაშვილს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
23:46 01-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,243

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს მდივანი კობა ნაყოფია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” დასტურებს, რომ მასსა და დავით კეზერაშვილს შორის შეხვედრა მართლაც შედგა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე საარჩევნო პროცესი იყო.

“თვითონ ვთქვი და არც დამიმალავს, რომ ჩემსა და დავით კეზერაშვილს შორის შედგა შეხვედრა, მათ შორის ამ [საარჩევნო] საკითხებზე იყო ძირითადი მსჯელობა. ყველა ადამიანს აქვს თავის ხედვა. ის, რა თქმა უნდა, დაუშვათ იხრება და მხარს უჭერს ერთ კანდიდატს, მე დაუშვათ ვუჭერ მხარს ნიკა მელია, ეს ცნობილია პირველივე დღიდან და ეს პოზიცია არც შეიცვლება, ზუსტად ვიცი რატომ ვუჭერ მხარს ნიკა მელიას.

დავით კეზერაშვილი მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, მე რამდენადაც ვიცი ვანო მერაბიშვილიც. იმიტომ რომ ის, როგორც ვიცით, აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და აქტიურად მხარს უჭერს და არც ხაბეიშვილს დაუმალავს ეს ისევე, როგორც მე როგორც მხარს ვუჭერ ვუწერ ნიკა მელიას. იყო შუამავლები ვინც ჩათვალეს საჭიროდ, რომ უნდა შევხვდეთ..

იყო ერთი, მეორე, რომლებიც მელაპარაკებოდნენ მე, შემდეგ მას და შემდეგ იყო შემოთავაზებები, ხომ არ შეხვდებით, და ძირითადი განსახილველი საკითხი ეს არის მომავალი ამ ვითარებიდან გამომდინარე, მომავალი თანაცხოვრება და გეგმები”, – ამბობს ნაყოფია.

მისი თქმით, როდესაც კეზერაშვილს ჰკითხა, რა მიზნები ამოძრავებდა უპასუხა, რომ მას საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა დაბრუნების შემდეგ არც პოლიტიკა აინტერესებს და არც ბიზნესი: “ჩემს ქვეყანაში დაბრუნება მინდაო”.

,,მთავარი არხი”

თეგები: დავით კეზერაშვილიკობა ნაყოფია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved