• რეკლამა
  • კონტაქტი
00:07, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემო თანამემამულეებო, თქვენ დაგცინიან! უმოწყალოდ დაგცინიან” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
11:09 09-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

“უკვე მერამდენე დღეა ვუსმენთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უსაზღვრო ცინიზმით სავსე განცხადებებს, რომლებზეც ქართული საზოგადოება რატომღაც იცინის; არადა, სასაცილო არაფერია. ე.წ. პოლიტიკოსები არ ხუმრობენ, ისინი უბრალოდ შეურაცხყოფენ საკუთარ მოსახლეობას, ბოროტად დასცინიან; ესაუბრებიან როგორც ჭკუასუსტებს. 2012 წელს სწორედ ასეთი დაცინვით დაიწყო მოქმედება „ქართულმა ოცნებამ“. გავიხსენოთ ყოველ სოფელზე დარიგებული 5 მილიონი დოლარი და სხვა ანალოგიური სისულელეები. მაოცებს იმ ადამიანების უტიფრობა, რომლებიც დღეს მშვიდად აგრძელებენ კარიერას პოლიტიკაში და თავის დროზე უხერხული ღიმილიც არ დასცდენიათ ამ ფანტასმაგორიული უაზრობების აგიტაციისას. მათი ნდობა ნამდვილად არ ღირს, მიუხედავად იმისა, რა პოზიციასაც არ უნდა იკავებდნენ დღეს.
განსაკუთრებით ამაზრზენია, როდესაც საზოგადოების ასეთ დაცინვას მეტნაკლებად ინტელექტუალური ადამიანები ეწევიან. გახსოვთ ალბათ ზღაპრები მსოფლიოში სამაგალითო კოვიდ-მენეჯმენტსა და ამერიკა-ევროპიდან გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში ამტყდარ ზარებზე. ბუნებრივია რომ აქედან ერთი ნაბიჯი იქნებოდა უფრო პრიმიტიულ „ხუმრობებზე“. მივიღეთ კიდეც; ქუთაისის „ტორპედოს“ ჩემპიონთა თასიდან დაწყებული, ონისა და კაიროს პირდაპირი ვაჭრობის ისტორიებით თუ ზესტაფონის ყავის პლანტაციებით.
ეს არ არის სასაცილო ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო. თქვენ დაგცინიან! უმოწყალოდ დაგცინიან. დარწმუნებული ვარ რომ ხვდებით, მაგრამ გეშინიათ თქვენი ჭეშმარიტი რეაქციის გამოხატვის. ისე, სიკვდილზე საშიში რამეც არსებობს და სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია მაგას.
შევეჩვიეთ ამ დაცინვას და ვიცინით. დღეში საშუალოდ 70 ქართველის კოვიდით სიკვდილსაც შევეჩვიეთ ნელნელა; ერთს ამოვიოხრებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას.
არჩევნები მოდის მალე. გონიერი ამომრჩეველი რამდენიმე ქალაქში მაინც მისცემდა ოპოზიციის კანდიდატებს შანსს. არ გაინტერესებთ რას იზამენ? „ოცნებამ“ და მისმა კანდიდატებმა ხომ ნახეთ რაც გიქნათ, არ გინდათ რამე ახალი სცადოთ?
ოღონდ ამ მცდელობის თეორიულ შანსსაც არ მისცემს „ოცნება“ საქართველოს, რადგან თუნდაც ერთმა ქალაქმა ოპოზიციონერი მერის ხელში რაიმე წარმატება რომ მოიპოვოს, ეს ხომ „ოცნების“დასასრულის დასაწყისი იქნება.
როგორ გგონიათ 2008 წელს რატომ დაიწყო რუსეთმა ომი?
დაიწყო ერთი მარტივი მიზეზის გამო, არ შეიძლებოდა თუნდაც ერთი წარმატებული ქვეყნის პრეცედენტი შექმნილიყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს რუსეთის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა და იმიტომ. ჰოდა, დღეს გვაქვს რუსეთის სპეცსამსახურებით ბოლომდე ინფილტრირებული ქვეყანა, მორღვეული საზღვრები, დაქცეული ეკონომიკა, გაზრდილი ემიგრაცია, გაღატაკებული მოსახლეობა და უპერსპექტივო მომავალი.
დღევანდელ საქართველოში რომ ქართველებს დასცინებ, მარტო სინდისგარეცხილი ვერ იქნები, უბრალოდ ავადმყოფი უნდა იყო; სადისტი.
ნუ იცინით ამ „ხუმრობებზე“; გახსოვდეთ, თქვენ დაგცინიან!”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved