• რეკლამა
  • კონტაქტი
02:35, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემო კარგებო, არ ღირს ისედაც გაუბედურებული ადამიანების ხარჯზე არაკეთილსინდისიერი გზით “გამდიდრება” – გიორგი ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
17:03 06-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,890

ადვოკატი, გიორგი ფანცულაია:

დღეს ტელეფონზე ზარი შემომდის, შუახნის ქალბატონისგან:
ბატონო გიორგი ადვოკატი მჭირდება და თქვენთან შეხვედრა მინდა.
პასუხი: ორიოდე სიტყვით მითხარით რა საკითხს ეხება და შემდეგ გადავწყვიტოთ აზრი აქვს თუ არა ქალბატონო შეხვედრისთვის დროის გამოყოფა;
ქალბატონის პასუხი: “ამდენი” წელია თაღლითობის მსხვერპლი ვარ, მაგრამ უფრო მეტი ფული წინა ადვოკატებში დავკარგე, რადგან წინა ადვოკატები მპირდებოდნენ, საქმეს გამოიძიებდნენ და დამნაშავეს ბრალს წარუდგენდნენ, ამიტომ ახლა მინდა თქვენ მოგანდოთ ჩემი საქმე, რომ ეს საქმე გამოიძიოთ და დამნაშავეს ბრალი წაუყენოთ.
ჩემი კითხვა: ქალბატონო ნამდვილად დარწმუნებული ხართ, რომ წინა ადვოკატები ამას დაგპირდნენ? იქნებ ვერ გაიგეთ კარგად მათი ნათქვამი, რადგან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ადვოკატის ფუნქცია არაა საქმის გამოძიება და ბრალის წარდგენა.
ადვოკატი თუ ბრალდებულს იცავს მას რა თქმა უნდა ყველა ის სამართლებრივი უფლება აქვს რაც პროკურორს და ასეთ შემთხვევაში ადვოკატის საქმიანობა არის ქმედითი(ფუნქციური) და შედეგიანი, მაგრამ თუ ადვოკატი მსხვერპლს(დაზარალებულს) იცავს, ასეთ შემთხვევაში ადვოკატი გამოძიებას ვერ აწარმოებს და ბრალს ვერავის წარუდგენს… მაქსიმუმ სხვადასხვა ფორმით ხელი შეუწყოს გამომძიებელს/პროკურორს – საქმის გამოძიებაში…
“დაახლოებით” რომ გითხრათ/აგიხსნათ – დაზარალებულის უფლებებს ასეთ შემთხვევაში ქმედითად იცავს პროკურორი/გამომძიებელი, ხოლო ბრალდებულის უფლებებს რა თქმა უნდა ადვოკატი…
ქალბატონის პაუზა და შემდეგ ამბობს, აბა ადვოკატი რაში მჭირდება?
ჩემი პასუხი: ზუსტად მაგას გიხსნით ქალბატონო, თქვენს შემთხვევაში (ვგულისხმობ დაზარალებულის მხარეს) ადვოკატის ფუნქციები სიმბოლურია და თუ ადვოკატს აიყვანთ უნდა იცოდეთ გსურთ თუ არა აყვანა ასეთი ფუნქციით რაც მას ექნება… დავიჯერო ეს არც ერთმა წინა ადვოკატმა არ გითხრათ? რა ქმედითი ფუნქცია ექნებოდა თქვენი საქმის შემთხვევაში ადვოკატს?
ქალბატონის მხრიდან ისევ პაუზა და შემდეგ ამბობს, არა არც ერთს არ უთქვამს და ასახელებს “ცნობადი” ადვოკატების გვარებს ვინც წინათ ყავდა და რას დაჰპირდნენ “ისინი”…
P.S. ასეთი ფაქტები უამრავი რომ არ ვიცოდე, ვიფიქრებდი – ამ ქალბატონმა რაიმე სწორად ვერ გადმომცა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ასეთი კონკრეტული ფაქტი ვიცი, როცა “ორგზის” დაზარალებული მოქალაქეები შემდეგ ჩემთან მოდიან საშველად…
ხო და ჩემო კარგებო, არ ღირს ისედაც გაუბედურებული ადამიანების ხარჯზე არაკეთილსინდისიერი გზით “გამდიდრება” …

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved