• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემნაირი გოგონები არ უნდა იბადებოდნენ, ან დაბადებისთანავე კვდებოდნენ უნდა” – დატალი დარასელია

ალია ავტორი - ალია
20:59 01-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27,372
მწერალი, ნატალი დარასელია:
ვუძღვნი საკუთარ თავს და ყველა ჩემნაირ გოგოს
ჩემნაირი გოგონები არ უნდა იბადებოდნენ.
ყავარჯენივით გოგონები – დაცემულსა და ჩამონგრეულს რომ შეუდგამენ მკლავებს და სიმძიმისაგან მხრებში მოიხრებიან.
ვეება გულიანი გოგონები – მატერიალიზმზე, ფიზიკაზე, რეალობაზე ტრიუმფალურად აღმატებული გოგონები.
გაცრეცილი ქაღალდებით,
კალმებით,
წიგნებით.
ჩემნაირი გოგონები არ უნდა იბადებოდნენ.
საკუთარი თავების გარდა ყველა და ყველაფერი რომ უყვართ,
მშიერ ძაღლებზე რომ ეტირებათ,
არაფერს ითხოვენ,
სდუმან..
ჩემნაირი გოგონები არ უნდა იბადებოდნენ.
ძალიან ხმამაღლა რომ საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე და ემოციურ ფონზე და ძლიერები ჰგონიათ.
სახე ჩამოლეწილები რომ წვებიან და სამყაროს აჩუმებენ.
მუდამ კუთხეში მდგარი,
მუდამ მინიმალისტური,
წკრიალა თვალებითა და სევდის იერით.
ყველასგან უარყოფილი,
შორიდან სასურველი,
იდეალისტი, მეოცნებე გოგონები .
პირობის პირნათლად შემსრულებელი,
სენტიმენტალური, რომანტიკოსი, ჯიბეგაფხეკილი გოგონები,
თავიანთი ერთგულება ფასდაუდებელი რომ ჰგონიათ და ჩალის ფასდადებულნი რჩებიან თავად.
თავიანთი გულწრფელი გამოხედვა, სიყვარულით გაჟღენთილი სხეული ძვირადღირებული საჩუქარივით რომ მიაქვთ ერთეულებთან და ჰგონიათ, ეს ვინმეს სჭირდება.
მეოცნებე გოგონები, საკუთარ ოცნებას რომ ვერ ეკარებიან, თრთიან მათ წინაშე,
ბედნიერების უფლება რომ ჩამოიწერეს,
მშობლებს, ოჯახს, მეგობრებს , მეზობლებს, ნათესავებს რომ შეეწირნენ.
ჩიტებივით რომ არიან გალიებში შეყუჟული, ძალაწართმეული, სასოწარკვეთილი,
ყველა ადგილისგან დაკბენილი, ყველა მკერდიდან მოკვეთილი, იმედებშელახული გოგონები, სამყაროს რომ ეზედმეტება და დადიან ასე, სახეჩაღუნულები, დამძიმებულები, წყალშესრუტული ღრუბლებივით. იბერებიან, იბერებიან და გასკდომა რომ ვეღარ ეღირსათ.
სიკვდილდახატული გოგონები,
მოსიარულე კუბოები,
დაუმარხავი, მიწა მიუყრელი გოგონები,
კეთრიანივით, შორიდან რომ ეფერებიან და ესიყვარულებიან.
სიყვარულის ობიექტისგან, ბობოლა ოჯახებისგან, ცხვირაბზუებული ბიჭებისგან და ბიჭის დედებისგან,
ამპარტავანთაგან და ორპირთაგან, მოღალატეთაგან და წარწყმედილთაგან,
მატყუარათაგან და ფლიდთაგან
გულმოკლული და სულ დაჭირხლული გოგონები,
ერთი სული რომ აქვთ ფრთები გამოისხან და ცამდე აფრინდნენ.
ჩემნაირი გოგონები არ უნდა იბადებოდნენ, ან დაბადებისთანავე კვდებოდნენ უნდა.
ნატალი დარასელია
თეგები: ნატალი დარასელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved