• რეკლამა
  • კონტაქტი
09:37, სამშაბათი, 3 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი ცოლი დაინახა და გადაეკეტა, ჯერ მე “მიპოვეს” ნარკოტიკი, მერე ჩემ ცოლს… როლანდ ახალაიამდე მივედით და…” – დაზარალებულის წერილი

ალია ავტორი - ალია
13:45 09-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

მეგის ქარდავა ყველა გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა. ქარდავა უკრაინამ საქართველოს რამდენიმე დღის წინ გადმოსცა და ახლა ის სასჯელს ქართულ ციხეში იხდის.

გაზეთი ვერსია ავრცელებს ერთ-ერთი დაზარალებულის წერილს:

“რუსთავის #17 დაწესებულებაში გერონტი ნ. ერთი რიგითი პატიმარი იყო. ეს მასისთვის, თორემ რამდენიმე კაცმა იცოდა _ გერონტის თავისუფლებაზე მეგის ქარდავა მფარველობდა, არადა მის გამო მოხვდა ციხეში. გასაკვირი კი ის იყო, რომ გერონტი მეგისზე არ ბრაზობდა, არ ემუქრებოდა, არ ამბობდა, გარეთ რომ გავალ, პასუხს მოვთხოვო.

„იცი, რას ვერ ვხვდები? ამბობ, რომ ციხეში მეგისას გამო მოხვდი, გაგწირა. და აგერ უკვე მეხუთე წელია სასჯელს იხდი წინ კიდევ სამი წელი გაქვს… იმას კი არ ვამბობ, უნდა აგინო და გარეთ რომ გახვალ, მოკლა, მაგრამ, როცა რომელიმე პატიმარი შეაგინებს ქარდავას, არ მოგწონს, თითქოს არ გინდა, მასზე ცუდი გაიგო… შეგიძლია ამიხსნა, რატომ?!“ _ ჰკითხა ერთ დღეს გერონტის პატიმარმა #0578-მა.

„ბევრი ცოდნა დაგაბერებს, არ გაგიგია?“ _ გაეღიმა გერონტის.

„გამიგია, მაგრამ როცა რამეს ვერ ვხვდები, ვერ ვისვენებ და მომკალი, თუ გინდა“, _ გაეცინა #0578-ს.
„მარტივია ყველაფერი. მე და მეგისა ბავშვობის ძმაკაცები ვართ. როცა ,,ვლასტში” მოვიდა, მე ჩემი ბიზნესი დავიწყე, ალბათ ერთადერთი ბიზნესი, რომელსაც ახალაიები არ აწუხებდნენ და სული მოვითქვი. ცოლი მოვიყვანე, შვილი მყავს, მანქანა… და ყველაფერი მეგისას დამსახურებით. მერე მოხდა რაღაც, ვიღაც უნდა დაეჭირათ და ის ყაჩაღობა უნდა შეეტენათ, რომელიც როლანდამ ვერაფრით გახსნა. გახმაურებული ყაჩაღობა იყო და ,,სროკზე” მე წამოვედი. შევთანხმდით მე და მეგისა, თითი არ დაუდიათ ჩემთვის არც გლდანში, არც აქ. ხომ ხედავ, როგორ ვარ აქაც. უბრალოდ, 1 წელი უნდა ვმჯდარიყავი, მერე გავსულიყავი, მაგრამ ის ოჯახი ვერა და ვერ გააჩერეს, აკონტროლებენ, როგორ ვიხდი სასჯელს და… ვზივარ, აბა რა ვქნა? მეგისას კიდევ რატომ ვაგინო, შემომთავაზა და დავთანხმდი“, _ ჩუმად თქვა გერონტიმ.

„ნუ გამაგიჟე. ამხელა სამეგრელოში ერთი კაცი ვერ ნახეს, ვისაც ამას შეტენიდნენ?“ გაუკვირდა #0578-ს.

„ჰო, ვერ ნახეს… მოკლედ, პატარა დეტალები იყო, რის გამოც ვერ ნახეს, რა…“, _ აღარ თქვა ბოლომდე გერონტიმ.
„წამო ახლა, გოგა უნდა განახო“, _ უთხრა #0578-მა და გერონტის პასუხს არ დალოდებია, ისე დაიძრა კამერისკენ. გერონტი უხმოდ გაჰყვა.

„გოგა, თუ ძმა ხარ, შენი ისტორია მომიყევი რა. გერონტისაც უნდა, რომ მოისმინოს“, _ უთხრა #0578-მა. გოგამ მძიმედ აწია თავი, გერონტის შეხედა, მერე ნარზე წამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა და დაიწყო.

„კი ვხვდები, გერონტისთან ერთად რატომ მაყოლებ… მაგ შენმა მეგისამ ჩემი მეგობრის ქორწილში გვნახა მე და ჩემი ოჯახობა, ცოლი და შვილი. ჩემი ცოლი სილამაზის კონკურსებში მონაწილეობდა, ანუ არ იყო რიგითი ქალი. არ ვიცი, რა თვალზე შეხედა და გადაეკეტა. ზუსტად ერთ კვირაში, სამსახურში მიმავალი მანქანა გამაჩერებინეს ზუგდიდში, ,,ბარდაჩოკიდან” ,,სუბუტექსი” ამომიღეს და განყოფილებაში გადამიყვანეს. ადვოკატი სამი დღე თვალით არ მინახავს და სამი დღე მეგისა ჩემს ცოლს ეჩალიჩებოდა, ერთხელ გაიმეტე თავი ჩემთვის და ქმარი სახლში გეყოლებაო. ჩემი ცოლი კი ჩემთან შეხვედრის მეტს არაფერს ითხოვდა. ბოლოს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა საიდუმლოდ, ასეა საქმეო და ადვოკატიც მეღირსა, როგორც იქნა. ადვოკატს ჩემებთან დავაბარე, ცოლი სადმე გაეშვათ და მათ სასწრაფო წესით უკრაინის ბილეთი იყიდეს. ვინ გაუშვა და მიუშვა აეროპორტამდე? გზაში დააკავეს და იმასაც ,,სუბუტექსი” უპოვეს. ატყდა ამბავი, ჩემები სულ გადაირივნენ, სამეგრელოში რომ ტელევიზიის ჟურნალისტია ერთი, იმას დაუკავშირდნენ და ისიც ამათი ყოფილა. ბოლოს როგორღაც როლანდ ახალაიამდე მივედით და… ჩემი ცოლი გააშვებინა, მე კიდევ 15 წელი მომცეს. იმიტომ კი არ მინდა გარეთ გასვლა, რომ ცოლი და შვილი მენატრება, იმიტომ უნდა გავიდე, მეგისა ვნახო. დამთავრებულია ჩემთვის ცხოვრება, 32 წლის კაცს 15 წელს რომ მოგცემენ, რა ხასიათზე უნდა იყო? დამთავრდა ჩემთვის ცხოვრება და ერთადერთი მიზანი მაქვს მხოლოდ _ მეგისა უნდა ვნახო“, _ დაასრულა გოგამ.

გერონტის ხმა არ ამოუღია, #0578-ს შეხედა, თითქოს ნებართვას ითხოვსო და კამერიდან გავიდა.

თავისუფლებაზე გასული გერონტი, როგორც ამბობენ, დღემდე მეგის ქარდავასთან ერთად არის რუსეთში, გოგა კი… გოგა საპატიმროს დეკემბერში დატოვებს.

პატიმარი #0578

წყარო – ვერსია

თეგები: მეგის ქარდავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025

ბიზნესი

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში
ახალი ამბები

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

14:45 06-02-2025
შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved