“ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ჩემს გათავისუფლებაში აფხაზეთში, რუსების ტყვეობიდან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი რომლის თვალებში მე შიში არ დამინახავს.” – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, გიორგი ბარამიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, გიორგი ბარამიძე უკრაინელი მებრძოლების დასახმარებლად უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გაემგზავრა.
კომენტარები