• რეკლამა
  • კონტაქტი
19:36, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი პროგნოზი ასეთია: 20 მაისამდე „გახარიას გუნდი“ შევა პარლამენტში” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
23:32 04-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,975

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

გუშინ და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, საყურადღებო სტატუსები დაიდო, არსებითი ინიციატივები წამოვიდა…..
ჩემი პროგნოზი ასეთია:
20 მაისამდე „გახარიას გუნდი“ შევა პარლამენტში.
„20 მაისამდე“ იმიტომ, რომ 20 მაისიდან „ოცნება“ მიიღებს იურიდიულ საშუალებას, „გახარიას პარტიიდან“ არჩეულ 12 დეპუტატს შეუწყვიტოს მანდატი.
11 დეპუტატი ალბათ შევა პარლამენტში, გარდა თვით გიორგი გახარიასი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 4 ოქტომბერს თბილისის მერის არჩევნებში.
და, სხვათა შორის, გახარია ერთადერთია ოპოზიციაში, ვისაც ასე თუ ისე აქვს შანსი „ემეტოქევოს“ კახი კალაძეს, რომელიც ყველა გამოკითხვით ლიდერობს ამ არჩევნებში.
აქვე უნდა ითქვას, რომ გიორგი გახარიამ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას აჯობა ჭკუით და ძალიან ნიჭიერად განახორციელა პოლიტიკური პროცესის მენეჯმენტი 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ოპოზიცის უმრავლესობამ მიიღო აბსოლუტურად იდიოტური გადაწყვეტილება საპარლამენტო მანდატების „დაყრის“ შესახებ მაშინ, როდესაც 150 მანდატიან პარლამენტში 60 Seat უპრეცედენტო თანაფარდობა იქნებოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
28 ნოემბრის შემდეგ კი…… EU-ს თემაზე კობახიძის უმძიმესი შეცდომის გამო……. მასობრივი არაპარტიული (!) პროტესტი ქუჩაში მაინც აზვირთდებოდა.
ანუ საპარლამენტო მანდატების „დაყრა“ გამოდგა შეუქცევადი კრეტინიზმი, რაც თუნდაც იმით დასტურდება, რომ ოპოზიციონერებს ბოლო კვირეებია მოაკლდათ „რიხი“ გახარაის დამუნათებისას.
ზოგმა ადრინდელისგან დიამეტრალურად საპირისპირო ნარატივიც „შემოაპარა“ უკვე – თუ ყურადღებით დააკვირდებით..
4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ შეეცდება (!) იურიდიულად აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“ (მელია/გვარამიას გუნდი), ესე იგი ყოფილი დიდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისტებლიშმენტი მისი პერსონალური შემადგენლობით, რითაც ბიძინა ივანიშვილი შექმნის ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტს.
ამის შესახებ მას ადრეც ბევრჯერ ულაპარაკია დასავლეთის წარმომადგენლებთან: „მიშას და ენმ-ის „მობრუნების“ საფრთხე როგორც კი მოიხსნება, მაშინვე დამკვიდრდება ხელისუფლებათა ცვალებადობა და აღარც მე ჩავეჭიდები ხელისუფლებასო“.
ეს ნამდვილად აქვს მას ბევრჯერ ნათქვამი, რასაც ადასტურებს…..თვითონ მიშა, – იმავე დასავლეთის წარმომადგენელთა დამოწმებით.
აბა კარგად გაიხსენეთ მიშას რამდენიმე ინტერვიუ.
ენმ-ის აკრძალვა და გაქრობა გაახარებს და აღაფრთოვანებს რამდენიმე ოპოზიციურ ძალას, თუმცა ღიად ამას რასაკვირველია არ იტყვიან – სულ ლოყებს დაიხოკავენ. ისევ გახარიას გარდა.
გახარია დღესაც გაიძახის „მიშას ადგილი ციხეშიაო“
პარალელურად, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, ღირსპატივცემული ქალბატონი წულუკიანი შეეცდება მიშას მიუსაჯოს „პაჟიზნენნი“, რისი მთავარი მიზეზიცაა სააკაშვილის მიერ 7 წლის წინ ჩერჩილის ერთი ცნობილი მიზოგინური და არაკორექტული ფრაზის ციტირება….აქ აღარ გავიმეორებ.
თუმცა ქალბატონ თეას ეს „პაჟიზნენნი“ მიშასთვის, სავარაუდოდ მაინც არ გამოუვა, რადგან……. მართლა მეტისმეტი „ჟივადიორობა“ იქნება.
ჩემი ვარაუდით, ბიძინას გათვლა ისაა (გამოუვა თუ არა სხვა საკითხია-დ), რომ მას შემდეგ რაც ენმ და ამ პარტიის ლიდერშიპი პოლიტიკურ ველზე აიკრძალება (და თუ ამას „ნაცები“ შეურიგდებიან), „გახარია“, „ხაზარაძე“, „იაგო“ და იქნებ თითოროლა სხვაც მოძლიერდებიან, შექმნიან ალტერნატივებს, ხოლო ბიძინა მიშას „დროებით“ „სამკურნალოდ“ გაუშვებს ევროპაში.
2028 წელს ქვეყანა მიიღებს პირველ კოალიციურ მთავრობას.
(მოხსენების დასასრული)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved