• რეკლამა
  • კონტაქტი
06:16, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი ფუნქცია არ არის ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა, ეს იქნება აშკარა ჩარევა, მაგრამ… – პაველ ჰერჩინსკი

ალია ავტორი - ალია
13:59 10-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

ჩემი ფუნქცია არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა – ეს იქნება აშკარა ჩარევა. ეს არის ის, რასაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია ვუთხრა ყველას ხმამაღლა და გარკვევით, რა ეხმარება საქართველოს მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რეალურად რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა საქართველოს პარტნიორების ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არჩევნებში ჩარევა.

„ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ევროკავშირის წევრი და ასევე ჩემი როლია, გამოვიყენო ყველა ინსტრუმენტი, რაც ევროკავშირს გაგვაჩნია, რომ ხელი შევუწყო ამ პროცესს, მაგრამ ახლა ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით განვაცხადეთ, რა რეფორმებია საჭირო. ჩემი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობაა, განვაცხადო ხმამაღლა და გარკვევით, რომ ბოლო რამდენიმე თვე დაიკარგა და სამწუხაროდ, საჭირო რეფორმების კუთხით წინსვლის ნაცვლად, ხდება ბევრი საპირისპირო რამ, ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იმის ნაცვლად, რომ საქართველო ევროკავშირთან დააახლოოს, სრულიად შეუსაბამო იყო ჩვენს ძირითად ღირებულებებთან, რომელიც ხელშეკრულებებშია გაწერილი და რომელიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ვიმეორებ: თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, – აღნიშნა ელჩმა.

მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა, ძალიან სწრაფად განახლდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

„რადგან ჩვენ გვსურს თქვენ ერთ-ერთი ჩვენგანი იყოთ და ევროკავშირის ამჟამინდელ ლიდერებთან ერთად ერთ მაგიდასთან ისხდეთ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი საერთო მომავლის შესახებ“, – აღნიშნა ელჩმა.

,,ინტერპრესნიუსი”

თეგები: პაველ ჰერჩინსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved