ფოტო – ტვ პირველი
სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა – მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 30 წლის ნატო ხელაძე წინასწარ პატიმრიობაში გაუშვა.
ტვ პირველის ცნობით, სხდომაზე სასტიკ დანაშაულში ბრალდებულმა ქალმა დუმილი დაარღვია და თქვა, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია და მისი მეუღლე მისმა ძმამ მოკლა.
ქალი ამტკიცებს, რომ მკვლელობის შემდეგ, რეალურმა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა. როგორც ხელაძემ მოსამართლეს უთხრა, 112-ში თავად დარეკა და დახმარება ითხოვა.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს დაინიშნა.
36 წლის კაცი სამტრედიაში 2 დღის წინ, გამთენიისას მოკლეს. მას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.
მეზობლები იხსენებენ, რომ მკვლელობამდე, შემთხვევის ადგილიდან (ნაქირავები სახლიდან) ყვირილის ხმა გამოდიოდა.
კომენტარები