• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი ინიციატივით, დავიწყეთ ძალიან კარგი პროექტი – განახლებული რეგიონები, რათა ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოეწყოს ევროპული ტიპის ცენტრები, ყველა მუნიციპალიტეტისთვის მიცემული მაქვს დავალება, მოეწყოს ახალი ტურისტული ატრაქციები – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:02 08-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ყველა მუნიციპალიტეტის, რეგიონის დონეზე გვაქვს შესწავლილი ის რესურსი, რომელიც გაგვაჩნია, ვგულისხმობ მიწას და წიაღისეულს, რომელიც ამა თუ იმ რაიონში და მუნიციპალიტეტში მოიპოვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქობულეთის მერობის კანდიდატის, ლევან ზოიძის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერი რესურსი უნდა იქნას ათვისებული მაქსიმალურად, რათა შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

„რაც შეეხება ჩვენს გეგმებს და მომავალს, მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ პროექტზე. ჩვენი ამოცანა და მთავარი მისწრაფება უნდა იყოს ის, რომ ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი უნდა გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად. ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით, დავიწყეთ ძალიან კარგი პროექტი – განახლებული რეგიონები. ეს არის ურბანული განახლების პროექტები, იმისათვის, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოეწყოს ევროპული ტიპის ცენტრები, ჩართული გვყავს საუკეთესო არქიტექტორები და მშენებლები, რომლებმაც სამუშაოები უკვე დაიწყეს და ეტაპობრივად, ფაზებად გვაქვს დაყოფილი. წელს 500 მილიონი იხარჯება ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ამ პროექტზე. ეს მისცემს საშულებას კერძო ბიზნესს, მოაწყოს კაფე, რესტორანი და სხვა და ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი კომფორტი და დასვენების საშუალება მიეცემა. დაგეგმილია რეკრეაციული სივრცეების – პარკების და სკვერების მოწყობა. 

ამას გარდა, ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად ტურიზმის მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მუშაობა, ყველა მუნიციპალიტეტისთვის მიცემული მაქვს დავალება, რომ დამუშავდეს ის ტურისტული პოტენციალი და რესურსი, რომელიც გაგვაჩნია და ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყოს ახალი ტურისტული ატრაქციები, ახალი კურორტები შევქმნათ, რომელიც იქნება დამატებითი მიზიდულობა, როგორც ჩვენი შიდა, ასვე უცხოელი ტურისტებისათვის.

სოფლის მეურნეობაზე მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ – ჩვენ ბოლო წლებში დიდი პროგრესი გვქონდა ამ სფეროში,  2 მილიარდამდეა ინვესტირებული, როგორც მთავრობის, ასევე კერძო ბიზნესის ფული და გლეხს და ფერმერს გაუჩნდა რეალური მოტივაცია რადგან, უამრავი წარმატების მგალითი შევქმენით. თუნდაც, აჭარის რეგიონში, გურიაში, მოცვის, ჩაის პლანტაციების აღდგენა და განვითარება. ჩვენ გავხსენით ასევე ბაზრები. მანამ, სანამ გასაღების ბაზარი იყო დაკეტილი, ეს მოტივაციას უკარგავდა ადმიანს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გავხსენით რუსეთის ბაზარი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი მსოფლიოში და ყველა მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად. ამას გარდა, ჩვენ გავხსენით ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი, რომელიც არის ასე უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ფერებისათვის, რომ გაიტანონ თავიანთი პროდუქცია. ამის შედეგად, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან დიდი ზრდა. ჩინეთთან მოვაწერეთ ასევე ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და გახსნილია ჩინეთის ბაზარი. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ყველა მუნიციპალიტეტის, რეგიონის დონეზე გვაქვს შესწავლილი ის რესურსი, რომელიც გაგვაჩნია, ვგულისხმობ მიწას და წიაღისეულს, რომელიც ამა თუ იმ რაიონში და მუნიციპალიტეტში მოიპოვება. ნებისმიერი მიწა თუ სხვა ნებისმიერი რესურსი, უნდა ავითვისოთ მაქსიმალურად, რომ გამოვიყენოთ და შევქმნათ დამატებითი ღირებულება, დამატებითი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved