• რეკლამა
  • კონტაქტი
04:08, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემი გვარის 20% ოკუპირებულია, დამიბრუნე გვარი” – ეთნიკურად აზერბაიჯანელები ხელმოწერებს აგროვებენ

ალია ავტორი - ალია
18:24 08-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

ფოტო – რადიო თავისუფლება

„ჩემი გვარის 20% ოკუპირებულია“ – ეს გვარის დაბრუნების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ამ წუთებშიც გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში არიან და ხელმოწერებს აგროვებენ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების დასარეგისტრირებლად. საჭიროა 25 000 ხელმოწერა იმისათვის, რომ ყველამ, ვისაც ამის სურვილი ექნება, გვარის რუსული დაბოლოება თავისი ძველი, ავთენტური აზერბაიჯანული გვარით შეცვალოს.

მამედოვი გახდეს ისევ მამედლი.

სადიკოვი – სადიკი.

კასიმოვი – კასიმოღლუ.

ისმაილოვი – ისმაილი.

ალიევი – ალისოი და ა.შ.

საგარეჯოს რაიონი, კამპანია "გვარი დამიბრუნე"
საგარეჯოს რაიონი, კამპანია “გვარი დამიბრუნე”

სანამ ხელმოწერების მოსაგროვებლად ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები სოფელ-სოფელ სიარულს დაიწყებდნენ, მათ გვარები სოციალურ ქსელ ფეისბუკში გადაიკეთეს – რუსული დაბოლოებები აზერბაიჯანულით შეცვალეს და ასე დაიწყო კამპანია „გვარი დამიბრუნე“

ფეისბუკში გვარები კი შეიცვალეს, მაგრამ ამ დრომდე პასპორტში მათ ისევ „ოვ“ და სხვა რუსულდაბოლოებებიანი გვარები უწერიათ.

მაშინ აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა იუსტიციის სახლსა და სამოქალაქო რეესტრსაც მიმართეს თხოვნით, რომ სასურველი ცვლილება მათ პირად დოკუმენტაციაშიც ასახულიყო, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებოდა ჩანაწერი, რომელიც მათ გვარის ასე შეცვლის შესაძლებლობას მისცემდა.

ამიტომაც გადაწყვიტეს კანონის შეცვლა იმგვარად, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს, ვისაც, ცხადია, ამის სურვილი ექნება, გაუჩნდეს გვარის დაბოლოების შეცვლის კანონით მინიჭებული უფლება.

2021 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა პლატფორმა „სალამის“ ინიციატივის რეგისტრაციას. ამ 25 000 ხელმოწერის შეგროვებაც პროცესის ბოლომდე მისაყვანად არის საჭირო.

გვარის დაბრუნების კამპანია თბილისიდან დაიწყეს და რეგიონებში გადაინაცვლეს.

პირველ ორ დღეს თბილისში ათასამდე ხელმოწერა მოგროვდა და მასში ეთნიკურმა ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა. პლატფორმა „სალამის“ წევრები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს რუსულდაბოლოებიანი გვარის მქონე ქართველებისთვისაც იყოს საინტერესო და მათაც დაიბრუნონ ძველი გვარები.

თუმცა, მეტი ინტერესი, ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანულ თემში არსებობს და აი, რატომ:

„ჩვენ არ ვართ ეთნიკურად რუსები. თუმცა საბჭოთა პერიოდში, კავკასიაში, ასიმილაციის პოლიტიკის შედეგად, ძალიან ბევრმა ეთნიკურმა ჯგუფმა შეიცვალა გვარი. დღეს კი გვინდა ჩვენი იდენტობის, ავთენტური გვარების დაბრუნება. ეს ერთი. მეორე და მთავარი: ჩვენ ვამბობთ, რომ მხოლოდ ტერიტორიების ოკუპაცია არ ხდება, არამედ, სწორედ გვარების, ცნობიერების, აზროვნებისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დეოკუპაციის პროცესი სწორედ ჩვენი აზროვნებიდან და ყოველდღიურობიდან უნდა დაიწყოს – ჩვენი გვარები, რუსული დაბოლოებებით, სწორედ ამ ყოველდღიურობის ნაწილია და ეს უნდა შევცვალოთ“, – უთხრა ქამრან მამედლიმ რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved