ირანში ფერეიდნელი ქართველების სავარაუდო მკვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ეხმაურება. განცხადებას სალომე ზურაბიშვილი X-ზე ავრცელებს.
“მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა სამძიმარი ირანში მცხოვრები ქართველი ეთნიკური თემის მიმართ – ისპაჰანში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისას დაღუპულთა გამო”- დაწერა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20–ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული, მათ შორის, ტყვიით მოკლულია 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში შვილიშვილი ეჭირა.
ცოტა ხნით ადრე, სალომე ზურაბიშვილმა ასევე დაწერა:
“ირანის რეჟიმის მიერ ათასობით უდანაშაულო მსხვერპლის, სასტიკი რეპრესიების, ირანელი ერისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია და პასუხი უნდა აგოს. ვუსამძიმრებ ირანელ ხალხს არაადამიანური დანაკარგების გამო. საერთაშორისო საზოგადოებას ევალება დაიცვას ისინი”














კომენტარები