• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი ღრმა რწმენით, გიორგის გადაადგილება არ შეეძლო, რადგან ტვინის შერყევა ჰქონდა…”

ალია ავტორი - ალია
19:13 07-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე:

„სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებამ გამოძიებას სთხოვა, გამოყოს ექსპერტთა კომისია და მოიწვიოს სამი ექიმ-კლინიცისტი, კერძოდ: ნეიროქირურგი, ნერვოპათოლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. მათი პოზიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს გადაადგილების შესაძლებლობა, ჰქონდა თუ არა მას ტრავმული შოკი.

ჩემი ღრმა რწმენით ადგილი უნდა ჰქონოდა, ქალა ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევის სახით. ვნახოთ ჩემს პოზიციას გაიზიარებენ თუ არა ნეიროქირურგები, ნევროლოგი, სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში ეს სამომავლო მსჯელობის საგანია“

როგორ მივიდა ექსპერტი ამ დასკვნამდე, არ ამხელს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე გეჯაე ამტკიცებდა, რომ გიორგის თავის ქალა მთელია და მას არ აქვს ქალა დაზიანებული, მხოლოდ სისხლჩაქცევები აღენიშნება.

შესალებელია იყო თუ არა, რომ თავის ქალა არ იყოს გატეხილი და მაინც მივიღოთ თავის ქალის ტრამვა? – რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა, ამას რამდენად დაადგენენ ახლა კლინიცისტები – უცნობია.

ალექსანდრე გეჯაძე, ექსპერტიზის პასუხის გამოცხადებამდე, იმასაც გვეუბნებოდა, რომ ჯერ უნდა დავლოდებოდით პასუხს, რათა გვცოდნოდა, რომ არ იყო გიორგი შაქარაშვილი არაფხიელ მდგომარეობაში და ხომ არ უჭირდა მას ორიენტაცია და გადაადგილება ამის გამო – ექპსერტიზის დასკვნით გავიგეთ, რომ გიორგი ფხიზელი იყო და მას სასმელის გამო გადაადგილება ვერ გაუჭირდებოდა. წესით, ალკოჰოლზე ტესტის პასუხი, უკვე უნდა სცოდნოდა ალექსანდრე გეჯაძეს, ამ განცხადების გაკეთების დროს, რაც კიდევ უფრო უცნაურს ხდის მის მაშინდელ განცხადებას.

შთაბეჭდილება ხომ არ გრჩებათ, რომ როგორღაც იმის დამტკიცება სურთ მავანთ, რომ გიორგის გადაადგილება უჭირდა? ცოტა ხანში იმასაც ხომ არ გვეტყვით, რომ თავად გადავარდა? – მით უფრო რომ გამოძიების საწყის ეტაპზე ამ ვერსიის გავრცელების მცდელობაც იყო.

ჩვენ მხოლოდ კითხვებს ვსვამთ, კომისიური ექპერტიზის შემდეგ, კიდევ მეტ კითხვას დავსვამთ, ალბათ. თუმცა, მაინც ვიტოვებთ მცირე იმედს, რომ კომისიური ექსპერტიის პასუხი მცირე სიცხადეს შემოიტანს საქმეში.

და ბოლოს, ოქროს წესია, მაგრამ ზოგი ექსპერტი ვერ იმახსოვრებს – ექსპერტი არასოდეს საუბრობს მის ღრმა რწმენაზე, არც ისე ღრმა მოსაზრებაზე, არც ფიქრებზე გვიყვება, იგი საუბრობს ფაქტებით, იმ ფაქტებით, რომლებიც აქვს – მაგალითად, გვამურ გაშეშებაზე შეუძლია მოჰყვეს, ან მექანიკურ შეცდომაზე, ან ის თქვას, როგორ გააყალბა ზუსტად იმ სამსახარაულმა თეთრაძის საქმე, რომელ სამხარაულსაც ახლა სრულ ნდობას უცხადებს…

მეორე დაუწერელი წესიც არსებობს, საქმეზე საუბრობს ის ექსპერტი, ვინც ესწრებოდა ექსპერტიზას!

ალია

თეგები: ალექსანდრე გეჯაძეშაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved