• რეკლამა
  • კონტაქტი
05:58, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩემი ძმა სულ 18 წლის იყო…სახლიდან ომში გაიპარა და ტამიშთან დაიღუპა… მეც ომში ვიყავი მაგ დროს” – მაკა რაზმაძე

ალია ავტორი - ალია
03:05 09-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,912

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე  ფოტოებს აქვეყნებს და სოხუმის დაცემის დღეს ემოციური პოსტით იხსენებს:

-“ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები…”
-ჩემი ძმა სულ 18 წლის იყო…სახლიდან ომში გაიპარა და ტამიშთან დაიღუპა…პირველ ფოტოზე ის არის-ჩემი გიორგი… მე თვითონაც ომში ვიყავი მაგ დროს …მე კამერით ხელში…შუა ფოტოზეც სოხუმში ვართ.მაშინდელი აფხაზეთის მთავრობის მეთაური თამაზ ნადარეიშვილი და მე.გარეთ ომია,ჩვენ ინტერვიუს ვწერთ და თან სროლა ისმის…ბოლომდე ვიბრძოლეთ,მაგრამ წავაგეთ ეს ომი ჩვენზე ბევრად დიდ და მონსტრ რუსეთთან…ჯერ იყო საშინელი სიმწარე,მერე სიბრაზე და საშინელი უმწეობის შეგრძნება… მერე მაინც პათოსი და დაბრუნებისთვის ბრძოლა…მერე ცოტა შეგუება და იქაურის აქ დამკვიდრება, ილუზიების თამაში: იქაური მთავრობა აქ,თეატრი,მისამართები…მერე იმ საშინელი პანაშვიდივით ბილბორდით აჭრელებული ქუჩები ” გვახსოვდეს აფხაზეთი”…მერე სინანული და ცოტა უიმედობაც…მერე
თაობები დაიბადნენ,გაიზარდნენ და ამ რეალობის გარდა სხვა არც აქვთ ნანახი…არ უნახავთ სინოპის და კელასურის ქვიშიანი ნაპირები და აფხაზეთის ხასხასა,გამჭვირვალე ზღვა…სოხუმის კრიალა ქვაფენილიანი ქუჩები…და მაინც აფხაზეთზე ლაპარაკობენ,ოცნებობენ,უყვართ <3
ახლა უკვე ვიცი რომ არც ერთი პოლიტიკოსი არ ღირს არაფრად ვინც აფხაზეთს არ დააბრუნებს და ვინც ახალ თაობას მაინც არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ეს ფიქტიური მისამართები რომელიც მხოლოდ საბუთში უწერიათ როგორც სამაგრი,როგორც მომავლის გარანტი- მათთვის ნამდვილ საკუთარ სახლებად გადაიქცეს.

მაშინ რა დიდი მეგონა ჩემი თავი…მეგონა ჩემი იქ ყოფნით ტყვიებს შორის კამერით ხელში რამეს სასიკეთოდ შევცვლიდი…იქნებ ვინმემ როდესმე შეცვალოს კიდეც ტყვიის გარეშეც,ახალმა თაობამ რომლებიც ახლა არიან იმხელები ჩვენ რომ მაშინ ვიყავით…იქნებ ამათ მოიგონ ჩვენი წაგებული ბრძოლები და დაგვაბრუნონ სახლში…!
1993 წლის 27 სექტემბერს დიდი მსხვერპლის და სისხლის ფასად ჩვენი განუყოფელი ნაწილი-აფხაზეთი დავკარგეთ…
შეხვედრამდე სოხუმში!”

 

თეგები: მაკა რაზმაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved