• რეკლამა
  • კონტაქტი
19:41, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი “ბუტკები”-ის აღების “სპეცოპერაციაში” თავად მივიღე მონაწილეობა” – მეგი გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
05:26 02-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,114

ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:

❗️❗️❗️
კიდევ ერთხელ დავწერ თუ როგორ მოვხვდი, მიშასთან
📌იქამდე იყო ბრძოლა…ეროვნული მოძრაობა, 9 აპრილი , როცა თანატოლები თვალწინ ამიჩეხეს ღორებმა, სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ სასტიკად მომწამლეს სისხლის მსმელებმა … !
⭕️მაშინ, როცა თბილისში ბნელი და უკუნი იდგა , ჩემი ქმარი ნავთისა და ბენზინის ე.წ. “ბიზნესში” იყო და საკამოდ სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებდა. გარდა იმისა, რომ ნავთქურაში ნავთი არ გამომლევია და სტამბულში ნაყიდი სამი ნავთქურა მედგა სახლში , ოთხი სხვადასხვა კაბელი მქონდა შემოყვანილი თავისი “რუბელნიკებით” , აგარაკიც მქონდა, “დვიჟოკიც” , საჭმელ-სასმელი თავზე საყრელი და უამრავ ადამიანს ვაპურებდით, აკუმულატორზე მიერთებული ტელევიზორიც, რომელსაც ეზოში ვდგამდი თუ 7 საათზე სერიალის დროს დენს არ ჩართავდნენ და მთელი უბანი იქ იკრიბებოდა…
მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაკლდა , რამდენიმე მანქანა იჯარითაც მქონდა გაქირავებული, რამდენიმე “ბუტკაც” მქონდა პლეხანოვზე , ვარკეთილის მეტროსთან და გაზიანი წყლის- ციხეებთან…
გადავწყვიტე უსამართლობასთან ბრძოლა და თანამოაზრეებთან ერთად გზების გადაკეტვა დავიწყე ელექტროენერგიის მოთხოვნის მიზნით, პირველი საბურავიც, ჩემს ეზოსთან- სამთავრობო ტრასა გადავკეტეთ, იქ დავწვით და ერთი საათით დენიც მივიღეთ)))
მაშინ გავედი ქუჩაში უსამართლობის წინააღმდეგ , მაშინ ვებრძოდი ედუარდის ცოლის დაქალებს, რომლებიც გამგეობებში სოცგანყოფილებებს კურირებდნენ და უმწეოთათვის გამოყოფილ მიზერულ თანხასაც კი თავად ინაწილებდნენ…. მაშინ გავედი უსამართლობასთან საბრძოლველად , როცა მოქალაქეთა კავშირის ცნობილი სახეები – შევარდნაძის გუნდში ირიცხებოდნენ …
ცოტა ხანში კი, ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია დაჯი ჯინჭარაძესთან , კარა მურადოვთან, მზია ჩალაბაშვილთან, მარეხი კარტოზიასთან, ნანა გუგავა, ია ფხოველიშვილთან, ელზა ფანცულაიასა და სხვა ჩემს ახლობლებთან ერთად – “გზა მომავლისკენ”…
მერე მიშა წავიდა ედუარდის წინააღმდეგ და იმ რეჟიმის წინააღმდეგ , რომელსაც მე ვებრძოდი….მერე გია არევაძემ
დამიძახა და ვანო მერაბიშვილმა მითხრა: ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით და მოდი გავერთიანდეთო, მალევე დაფუძნდა პარტია “ენმ”და საცხოვრებლის მიხედვით , ისნის რაიონულ ორგანიზაციაში დავიდე ბინა, ცოტა ხანში მიშამ ჩამაბარა თბილისის მასშტაბით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, მოგვიანებით კი 10- მდე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის “პრეზიდენტად” ამირჩიეს , შემდეგ იყო საკრებულოს არჩევნები და შევედი საკრებულოში სოც. საკითხთა ექსპერტ კონსულტანტის სტატუსით , ნახევარი საკრებულოს შენობა იყო ჩამოშლილი და ერთ პატარა კაბინეტში 3-4 დეპუტატი იჯდა …. მე კი ფოიეში, პრემიერ ქურხულის კაბინეტის წინ მდებარე ორ დიდ სვეტს შორის სახელდახელოდ, ორ დღეში კაბინეტი შემიკრა მიშიკომ, წარწერაც დაამზადებინა და იქ “განმათავსა”  მერე იყო ვარდების რევოლუცია და ერთ თვეში
საპენსიო ფონდის დირექტორობაც მანდო, მერე “გამიყვანა” პარლამენტში ისნის რაიონიდან, ამის შემდეგ კიდევ ბევრი რამ მანდო , მაგრამ ამაზე სხვა დროს დავწერ ან არასდროს
ამით, იცით რისი თქმა მინდა?
ზუსტად ვიცოდი და საჯაროდაც ამბობდა მიშა, რომ “ბუტკებს “აიღებდა , ელ. მაფიას დაასრულებდა , ნავთქურები აღარ იხრჩოლებდა , საიდანაც სოლიდური შემოსავალი მქონდა, მაგრამ მაინც მის გვერდით დავდექი, რადგან ყველაფერი გამაჩნდა სახელმწიფოს გარდა და ძალიან მინდოდა, ჩემს შვილებს სახელმწიფო ჰქონოდათ …
როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით , ჩემს ქმარს რასაკვირველია ნავთის “ბიზნესი” ჩაუვარდა, გაგიკვირდებათ და ჩემი “ბუტკები”-ის აღების “სპეცოპერაციაში” თავად მივიღე მონაწილეობა (რეჟიმის მსხვერპლი ვარ), როგორც სხვა ჯიხურების აღების “სპეცოპერაციებში”
მას შემდეგ არანაირი ბიზნესი არ გვქონია ოჯახს და ხელფასზე ვცხოვრობდით , გვქონდა კრედიტები, როგორც ყველას , ვიხდიდით კრედიტებს არცთუ ისე მაღალი სახელფასო შემოსავლებიდან , სანამ ბიძინა ივანიშვილმა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდანაც არ გამომაგდო საბოლოოდ (მოსვლისთანავე გამომაგდო მეც და ჩემი ქმარიც , ოღონდ ის სხვა სამსახურიდან , რადგან თანამშრომლობაზე უარი ვთქვით🇬🇪 ). დავრჩით ორი სტუდენტი შვილით სრულიად უსახსროდ, უსამსახუროდ, უპერსპექტივოდ და კრედიტების ამარა , დავრჩით იგივე სახლში, სადაც მიშამდე და მიშას დროს ვცხოვრობდით …
ბიძინას მოსვლადმე არცერთი თეთრი პრემია არ ამიღია და არავითარი სიკეთით არ მისარგებლია, გარდა იმისა, რომ ჩემი ქვეყანა წუმპედან ამოათრია 9 წელმა და ტალახში, სახელმწიფო შემიქმნა
ჰოდა, ამ სიკეთის შესანარჩუნებლად/ თავიდან მოსაპოვებლად ვიბრძვი და სულ მარტოც რომ დავრჩე, ვიბრძოლებ ბოლომდე, რადგან ეს ყოფილა ჩემთვის მთავარი !
#თავისუფლებამიშას
#ბოლომდე💪✊️🇬🇪🇺🇦🇪🇺

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved