• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, ორშაბათი, 30 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

‘ჩემი ადრესატია დაჩაგრული თანამემამულეები, ვისაც სამსახურის დაკარგვის მუქარით აიძულებენ აცრას, ვისაც მოიხსენიებენ როგორც ვიგინდარებს და მკვლელებს” – გიორგი კანდელაკი

ალია ავტორი - ალია
12:19 08-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

ექიმი, ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი:

„კეთილშობილი ტყუილი“-ს სამყაროში, არსებობენ ე.წ. „განდობილთა“ ელიტები რომლებიც „გაუნათლებელი ბრბოს“ კეთილდღეობისათვის „იძულებული ხდებიან“ „მცირედით“ მოატყუონ ის, რადგან ბრბოს არ ძალუძს თავისთვის მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილებანი.
ეს პლათფორმა არ არის დაპირისპირებულ მხარეთა გლადიატორული ბრძოლების არენა, არ არის ყოვლისმცოდნეთა და ყოვლისმჭვრეტელთა შესაკრებელი, არც მათი ვისაც დოგმატური და მეინსტრიმული აზროვნების მიღმა არ ძალუძს განსხვავებული აზრის მოსმენა, არც ვიწრო პოლიტიკური და პირადი დაპირისპირების ასპარეზია, არც მათი სივრცეა ვინც შეთქმულებების თეორიებს ან ფსევდო/ანტიმეცნიერულ აზრებს ავითარებს პოპულარობის მოხვეჭის მიზნით, არც ანტივაქსერების შეკრების ადგილია.

ჩემი ადრესატი არის „ბრბოდ“ წოდებული, „კეთილშობილად“ მოტყუებული, დაჩაგრული, ძალადობის მსხვერპლი ჩემი თანამემამულეები, რომელთაც როგორც ნახირს ისე ერეკებიან მისთვის გაურკვეველი მიმართულებით. ეძღვნება მათ ვისაც წაართვეს ინფორმირებული, გაცნობიერებული არჩევანი, ვისაც სამსახურის დაკარგვის მუქარით აიძულებენ აცრას, ვისაც განთიადიდან მზის ჩასვენებამდე ლანძღავენ და მოიხსენიებენ როგორც ვიგინდარებს და მკვლელებს. ვინც გაწირა სამედიცინო საზოგადოების ნაწილმა და ემუქრება მათ მკურნალობაზე უარის თქმით ავადობის შემთხვევაში, ვისაც ემუქრებიან ექიმის ლიცენზიის ჩამორთმევით თუ კი გაბედავს კრიტიკულ აზროვნებას და შეკითხვების დასმას. ვინც მიატოვა სამღვდელოების ერთმა, მცირე ნაწილმა და მათ მკვლელები და თვითმკვლელები უწოდა, ვიზეც ძალადობს ხელისუფლება, ბიზნესი, მეზობელი, ოჯახის წევრი – ეს პლათფორმა არის მათი.


მე არ ვაპირებ უშინაარსო და უმისამართო პოლემიკებში შესვლას. ვერც კომენტარებზე გიპასუხებთ. ჩემი მიზანია გითხრათ ის, რაც მე ჩემი პროფესიული განათლებით და გამოცდილებით ვიცი. მოგაწოდოთ ის სამეცნიერო ინფორმაცია რასაც თქვენ არავინ გეუბნებათ და რასაც არ ითვალისწინებს „კეთილშობილი ტყუილის“ კონცეფცია. ხოლო თქვენი ამოცანაა, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ გინდათ აქეთ და გინდათ იქით. მე პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ, ოღონდ გააზრებულ, ინფორმირებულ გადაწყვეტილებას.


ჩემს წინა პოსტში გაგაცანით ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, პოტენციური პრობლემა რაც ასოცირებულია ზოგადად ვირუსების, მათ შორის ჩვენთვის აქტუალური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან (ამ საკითხის დეტალებისთვის გაეცანით ჩემს წინა პოსტს). ვაქცინით გამოწვეული დაავადების გაძლიერების რისკები დასახელებული იყო თავად ფაიზერისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის გაცემის დოკუმენტში ევროპის წამლების სააგენტოს მიერ (EMA -მ გაასაჯაროვა დოკუმენტი, FDA არ ასაჯაროვებს). იქ შავით თეთრზე წერია, რომ ეს წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ, შესაძლოა ყველაზე პრობლემატურ საკითხს და სთხოვს (უცნაურია რომ არ ავალებს) მწარმოებელს, რომ ჩაატაროს შემდგომი, პოსტმარკეტინგული კვლევები ამ მიმართულებით. დღემდე არც ერთი კვლევის მიმდინარეობის შესახებ ცნობილი არ არის, თუ შეხვალთ clinicaltrials.gov – ზე სადაც რეგისტრირდება ყველა, რაიმე რეპუტაციის მქონე კვლევა, თქვენ ვერ ნახავთ მსგავს დარეგისტრირებულ კვლევას. რომელიმე Google-ის ჰედლაინებით განათლებული და CNN-ის სტატიებით განსხივოსნებული ოპონენტი გვეტყვის – „კი მაგრამ რა პრობლემაა, თუ მანეიტრალიზებელი ანტისხეულების ტიტრი დაიკლებს ან გამოჩნდება ვაქცინა-რეზისტენტული შტამი? თქვენ არ გემუქრებათ არანაირი ვაქცინით გაძლიერებული დაავადების საფრთხე! აგერ არ არის ჩვენი ფაიზერის CEO – ბატონი ბურლა, რომელიც შეგვპირდა რომ ყოველი ასეთი რისკების შემთხვევაში ის დაგვაზღვევს და ან დააბუსტერებს ჩვენს არსებულ იმუნიტეტს ან შექმნის ვირუსის ახალი ვარიანტის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინას. რა განერვიულებს შე გაუნათლებელო და ერის მოღალატევ შენაო?!!!“. მომდევნო პოსტებში გაგაცნობთ ამ მორიგი „კეთილშობილი ტყუილის“ ამბავს, რომელიც მხოლოდ ატირებულ ჩვილთა დასაძინებელ ზღაპართა კატეგორიას მიეკუთვნება და გეტყვით რაც მანერვიულებს მე.”

გიორგი კანდელაკის წინა წერილი, რომელსაც ზემოთ მოიხსენიებს:

იმუნოლოგია და ვაქცინოლოგია გასაოცარი დარგებია. რამდენადაც უფრო ღრმად შეეცდები რომ ჩაწვდე მათ კომპლექსურობას, მით უფრო ხვდები თუ როგორი უკიდეგანო და ჯერჯერობით გამოუკვლეველი სფეროებია. რაც მთავარია სიურპრიზებით აღსავსეა და ვერ იტანს თავდაჯერებულ ამპარტავნებას და ჯიუტობას.
ვაქცინოლოგიაში არსებობს ამ დარგისთვის ერთერთი ფუნდამენტალური კონცეფცია, რომელსაც ქვია ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერება – “vaccine associated disease enhancement” (VADE) რომელიც არის ეგრეთ წოდებული ქოლგა ტერმინი რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმით მიმდინარე ვაქცინით გაძლიერებული დაავადების განმსაზღვრელად. ორი ძირითადი ქვეტიპი მოიცავს: ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებას – antibody dependent enhancement (ADE) და გაძლიერებულ რესპირატორულ დაავადებას „enhanced respiratory disease” (ERD). ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერება (VADE) წარმოადგენს ხშირ, განმსაზღვრელ მიზეზს თუ რატომ ვერ იქმნება მრავალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ გახდა ზოგიერთი შექმნილი ვაქცინის ფიასკოს მიზეზი.
მარტივად რომ ავხსნათ და თავი არ შეგაწყინოთ ძალზე რთული და კომპლექსური მექანიზმებით, ყველაზე კლასიკური ფორმით საქმის არსი მდგომარეობს შემდეგში: ზოგიერთი ვირუსის მიმართ გამომუშავდება ორი ტიპის ანტისხეული – მანეიტრალიზირებელი (რომელიც ანეიტრალებს ვირუსს) და ბმადი (ანტისხეულები რომლებიც უერთდებიან ვირუსს თუმცა მისი განეიტრალების უნარი არ შესწევთ. ანტისხეულების უმეტესობა არის ბმადი და მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილი – მანეიტრალიზირებელი. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ძლიერი მანეიტრალიზირებელი აქტივობა, მაშინ თავი ქუდში გაქვთ და პრობლემა მოგვარებულია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მანეიტრალიზირებელი აქტივობა კლებულობს და გვრჩება ძირითადად ბმადი ანტისხეულები, ვითარდება სწორედ ის რაც არ გვინდა ყველაზე უფრო რომ განვითარდეს – ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენი. ამ შემთხვევაში ვღებულობთ ვაქცინით გამოწვეულ, ბუნებრივ დაავადებაზე უფრო მძიმე მიმდინარეობის და მაღალი სიკვდილობის მქონე დაავადებას. ვისაც უფრო სიღრმისეულად აინტერესებს მექანიზმები, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ თემაზე არსებულ მრავალ სტატიას თუ ვაქცინოლოგიის სახელმძღვანელოებში არსებულ თავებს.
VADE არის სწორედ ის მიზეზი, რომელიც გახდა რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის ფიასკოს მიზეზი 60-იან წლებში, როდესაც აცრილი ბავშვები მოგვიანებით დაინფიცირდნენ RSV ვირუსით დაემართათ გაცილებით მძიმე მიმდინარეობის რესპირატორული დაავადება და მათი ნაწილი დაიღუპა. ამის შემდეგ დღემდე RSV ვირუსის ვაქცინა ვერ შეიქმნა. იგივე მექანიზმით ვერ გაამართლა დენგეს ვაქცინამ ათი წლის წინ – როდესაც პირველადი პროფილაქტიკის მიზნით აცრილებს შეეყარათ დენგე, განვითარდა დენგეს შოკის სინდრომი და ასობით ადამიანი დაიღუპა, დიდ წილად ბავშვები. მას შემდეგ დენგეს ვაქცინას იყენებენ მხოლოდ მეორადი პროფილაქტიკის მიზნით
იგივე მიზეზებით ვერ შეიქმნა ორი სხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – 2003 წელის SARS-ის ვაქცინა და 2012 წლის MERS-ის ვაქცინა. როდესაც SARS-ის და MERS-ის კორონავირუსის ვაქცინებით აცრეს ცხოველები (შეგახსენებთ რომ ეს ვაქცინები გადიოდნენ სრულ და ხანგრძლივ გამოცდებს ცხოველებზე) და გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ დააინფიცირეს კორონავირუსით, ცხოველების რესპირატორული დაავადება განვითარდა გაცილებით მძიმე ფორმით და მნიშვნელოვანი ნაწილი დაიღუპა.
როდის არის ვაქცინაციის შემდეგ ყველაზე მოსალოდნელი, რომ ვიხილოთ ასეთი გართულება? იმ დროს როდესაც ვაქცინის მანეიტრალიზირებელი აქტივობა ქვეითდება! ტიპიურად ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ რამოდენიმე თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ვაქცინირებიდან ან მაშინ როდესაც რაიმე მიზეზით, ეპიდემიის დროს ხდება ვაქცინის ეფექტის მიმართ გამძლე, რეზისტენტული შტამის ჩამოყალიბება. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ხდება ამ მძიმე და ტრაგიკული ეფექტის მანიფესტაცია.
ემპირიული, პრეკლინიკური, ცხოველებზე ინტენსიური კვლევების გარეშე, სრულიად შეუძლებელია ამ ფენომენის პროგნოზირება, მითუმეტეს ისეთი პათოგენების საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის დროს, რომელთა მონათესავე პათოგენების ვაქცინებს აღმოაჩნდათ ეს გადაულახავი პრობლემა. ქვემოთ მოყვანილ შესანიშნავ სტატიაში, რომელიც ერთი წლის წინ არის დაბეჭდილი, დეტალურად არის აღწერილი იმ ვრცელი, ხანგრძლივი და ინტენსიური კვლევების აუცილებლობა ცხოველებში, მანამ სანამ უსაფრთხოდ შეიძლება პროდუქტი გამოიცადოს ადამიანზე.

Learning from the past: development of safe and effective COVID-19 vaccines
Shan Su, Lanying Du & Shibo Jiang

თეგები: ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved