• რეკლამა
  • კონტაქტი
23:12, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემ მაგალითზე გაჩვენებთ, რომ არაფერი გაძვირებულა, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ არა მარტო ყოველდღიურად, არამედ, დღეში რამდენჯერმეც კი” – მაიკო მიშელაძე

ალია ავტორი - ალია
16:32 12-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ჟურნალისტი, მაიკო მიშელაძე:

“ასეთი შინაარსის სტატუსებს არ ვწერ ხოლმე, მაგრამ თბილისის მერის გადაწყვეტილებას სამგზავრო აბონემენტთან დაკავშირებით, ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, გადაწყვეტე, დავწერო. უფრო ზუსტად, ჩემს მაგალითზე გაჩვენოთ, რომ რეალურად, არაფერი გაძვირებულა იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ არა მარტო ყოველდღიურად, არამედ, დღეში რამდენჯერმეც კი. თუ დილა-საღამოს ტაქსით მგზავრობთ და ათასში ერთხელ გიწევთ ტრანსპორტით მგზავრობა – მით უმეტეს, არაფერი გიძვირდებათ და მე თუ მკითხავთ, აბონემენტიც არაფერში გჭირდებათ.

გრძელ შესავალზე ნუ დამძრახავთ, რადგან მართალია, „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“-ო, ბრძანა შოთამ, მაგრამ იმავე პროლოგში, ორი სტროფის შემდეგ ისიც თქვა: „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად“-ო. ახლა, საქმე: ვცხოვრობ გარეუბანში, ლოტკინზე, სადაც არ არის მეტრო. ჩემი ოფისი მარჯანიშვილზეა. იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდე, მჭირდება ლურჯი მიკროავტობუსი (ლოტკინიდან გადასასვლელ ხიდამდე) და შემდეგ – მეტრო. სიამოვნებით წავიდოდი გადასასვლელი ხიდიდანაც მიკროავტობუსით, მაგრამ იმდენ ხანს უნდა ველოდო, რომ მირჩევნია, მეტროთი გავქანდე – ანუ მიკროავტობუსს+მეტრო=50 თეთრს, მაგალითად, 10-12 წლის წინ, 1.00 ლარი დამიჯდებოდა (მეტად შორს არ წავალ, თორემ 15-ოდე წლის წინ, მიკროავტობუსით მგზავრობა 20 თეთრიც ღირდა). საღამოს გვიან, ოფისიდან მეტროში ჩავდივარ, მეტროდან მიკროავტობუსით ვმგზავრობ სახლამდე, თუ ოდესმე, ჩავჯექი, რადგან საღამოს გადასასვლელ ხიდზე, ჩვეულებრივი „მეორედ მოსვლაა“. ესე იგი, დღეში მჭირდება 1.00 ლარი, მხოლოდ ტრანსპორტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურიდან სადმე არ გავედი (ამას არ ვთვლი). 3.00 ლარი რომ დავრიცხო ჩვეულებრივ „მეტრომანზე“, რომელიც გვაქვს, მხოლოდ სამი დღის ხარჯია. კვირაში რამდენი დღეა, მეგობრებო? – თამამად, თამამად მიპასუხეთ, 7 დღეა, ხომ? იმედია, ხელისუფლება და ოპოზიცია ამაზე მაინც თანხმდება, რომ კვირაში 7 დღეა. აქამდე მოქმედი მგზავრობის პრინციპით, კვირაში (7 დღეში), მჭირდებოდა ზუსტად 7 ლარი, ხომ ასეა? და რა გამოვიდა ახალი ტარიფით? – დიახ, დიახ, არაფერი შეცვლილა, ისევ 7.00 ლარი დამჭირდება, ოღონდ თუ დღის განმავლობაში, კიდევ სხვაგანაც დამჭირდება წასვლა, გამოდის, რომ დღეში 3.00 ლარად – ულიმიტოდ, კვირაში კი ჯამში, 7.00 ლარად – დღეში 90 წუთი ულიმიტოდ ვიმგზავრებ.

ამაშია, საქმე! გმადლობთ, ყურადღებისთვის და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი – ჩემს მაგალითზე, მხოლოდ სახლიდან სამსახურში და პირიქით – სამსახურიდან სახლში მისვლის ხარჯი დავთვალე

P.S. ერთ-ერთი „ფეისბუქ-მეგობრის“ სტატუსზე კომენტარად დავწერე, ვისაც არ ეზარება, დღეს ყველა ეკონომიკასა და ბიზნესზე წერს-თქო. იქაც დავწერე და აქაც გავიმეორებ, რომ მიხარია, მაგრამ არაა, მეგობრებო, ეკონომიკაზე წერა ასე მარტივი, დამიჯერეთ ხოლმე

თეგები: მაიკო მიშელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved