• რეკლამა
  • კონტაქტი
18:04, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩეჩნეთი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი” – კადიროვის სკანდალური განცხადება და კრიტიკა – “რას უშვრება პუტინის მონობა…”

ალია ავტორი - ალია
19:53 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
326

“ჩეჩ­ნე­თი არას­დროს ყო­ფი­ლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სა­ხალ­ხო გმი­რე­ბი კი ცდი­ლობ­დნენ, ის ისე­თი გამ­ხდა­რი­ყო, რო­გო­რიც ახ­ლაა”, – ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა ეს ტექსტი “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა.

“რამ­ზან კა­დი­როვ­მა ჩეჩ­ნე­თის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი ხედ­ვა რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბულ სხდო­მა­ზეც წარ­მო­ად­გი­ნა, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ მათ არას­დროს ჰქო­ნი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და მით უფრო, სა­ხელ­მწი­ფო”, – წერს kavkaz-uzel.eu.

“სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩეჩ­ნე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა და არა­ვი­თა­რი სა­ხელ­მწი­ფო არ გვქო­ნია. შეიხ მან­სურს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რომ სდო­მო­და, გე­ლენ­ჯი­კამ­დე კი არ ჩა­ვი­დო­და, რეს­პუბ­ლი­კა­ში იბ­რძო­ლებ­და და აქ და­არ­სებ­და სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვი­სი დრო­ში­თა და გერ­ბით. მან კი მთე­ლი კავ­კა­სია ბრძო­ლით გა­ი­ა­რა და ანა­პამ­დე მი­აღ­წია”, – ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა კა­დი­რო­ვის სი­ტყვებს.

“რის­თვის ვიბ­რძო­დით შეიხ მან­სუ­რის დრო­ი­დან? – იმის­თვის ვიბ­რძო­დით, რომ ალა­ჰი, მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შეგ­ვეც­ნო და ჩეჩ­ნუ­რი კო­დექ­სი შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.. თუ გა­დავ­ხე­დავთ ჩვენს ეროვ­ნულ გმი­რებს და გან­სვჯით მათ მიერ გან­ვლილ გზას, თუ რა გა­ა­კე­თეს, რას მი­აღ­წი­ეს, ნა­თე­ლია, რომ ისი­ნი იბ­რძოდ­ნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჩვენ დღეს გვაქვს“, – გა­ნა­ცხა­და ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა.

კა­დი­რო­ვის მო­საზ­რე­ბას მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე “კა­დი­როვ­ცე­ბი” ნა­დი­რო­ბენ, რის შემ­დე­გაც, ისი­ნი ან ქრე­ბი­ან, ან ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლე­ბენ, სა­დაც ბო­დი­შებს იხ­დი­ან, უმე­ტე­სო­ბამ აზრი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფსევ­დო­ნი­მით გა­მო­ხა­ტა.

“რო­მელ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს?! ჩეჩ­ნე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყო შა­მი­ლის იმა­მა­ტის დროს“, – წერს და­ღეს­ტნე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი.

“რას ბო­დავს ეს, თურ­მე კავ­კა­სი­ე­ლი გმი­რე­ბი იმის­თვის იბ­რძოდ­ნენ, რომ შემ­დეგ მო­ნო­ბა­ში ეცხოვ­რათ?!“ – წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი “ვორ­კი­ტინ­სკი”.

“კა­დი­რო­ვი არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, თუ რას უშ­ვე­ბა პუ­ტი­ნის მო­ნო­ბა ადა­მი­ანს, სრუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ. არც მიკ­ვირს, რად­გან რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბო­დი­შე­ბის კი­დევ ერთი კას­კა­დი ვი­ხი­ლეთ, რუს­მა ჩემ­პი­ონ­მა, მებ­რძოლ­მა არ­ტურ კუ­ლიც­კიმ მო­უ­ხა­და ბო­დი­ში კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტის გამო.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში, ყვე­ლა­ფე­რი ალ­კოჰოლს და­აბ­რა­ლა. არა­და, რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნან­დელ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ის უკ­რა­ი­ნა­სა და ბე­ლა­რუს­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და “კა­დი­როვ­ცე­ბის” ამაზ­რზენ და უკონ­ტრო­ლო ქმე­დე­ბებ­ზე სა­უბ­რობ­და. თუმ­ცა, მა­ლე­ვე ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც და კა­დი­როვ­საც ბო­დი­ში მო­უხ­და. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია. პუ­ტი­ნის ხელ­ქვე­ი­თი კა­დი­რო­ვი ყვე­ლა ზღვარს სცდე­ბა, მისი “აღ­მზრდე­ლი­ვით,” – წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, არ­ტემ ადა­მო­ვი.

“თქვენ გგო­ნი­ათ, მან თა­ვი­სი ქვეყ­ნის ის­ტო­რია თუნ­დაც სას­კო­ლო დო­ნე­ზე მა­ინც იცის? – არ და­ი­ჯე­როთ. კრემლში მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი რაში სჭირ­დე­ბათ?! რაც უფრო სუს­ტი გო­ნე­ბი­საა, მით უკე­თე­სი სა­მარ­თა­ვია, რა­საც ჩა­ა­გო­ნებ, იმას იტყვის. ჰოდა, ახლა ჰგო­ნია, რომ უსას­ტი­კე­სი “კა­დი­როვ­ცე­ბის” დახ­მა­რე­ბით ის­ტო­რი­ა­საც შეც­ვლის”, – მი­აჩ­ნია ალი­ას კურ­დი­ნოვს.

წყარო – ამბები.ჯი

თეგები: კადიროვიპუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved