• რეკლამა
  • კონტაქტი
04:59, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩავარდება თუ არა მიმდინარე სასწავლო წელი? – მიხეილ ჩხენკელის განმარტება

ალია ავტორი - ალია
14:42 04-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველო ონლაინ განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს და აღნიშნა, რომ ეს სემესტრი არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდება.

„ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველო განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ, განსაკუთრებით, გამოყოფილია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად – პროექტი ტელესკოლა, რომელიც ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა, ჩვენს მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული დისტანციური სწავლების სხვა ღონისძიებებიც, კერძოდ, ეს გახლავთ, ის პროგრამები, რომელიც სკოლების მიერ გამოყენებულია დისტანციური სწავლებისთვის, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში, მაიკროსოფტის პროდუქტები, რომლებსაც ჩვენი სკოლები აქტიურად იყენებენ, ასევე სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებიც.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის დისტანციური სწავლების განხორციელებაში ჩართული. განსაკუთრებით, ყველა მასწავლებელს, რომელიც ასე აქტიურად, ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებს მონაწილეობას, როგორც ონლაინ სწავლების ფორმატში, ასევე ტელესკოლის უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში, ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედეგება და არცერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved