• რეკლამა
  • კონტაქტი
00:12, ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩამქოლავდნენ! “გამკერავდნენ”! გამათხოვებდნენ! – გულში ჩაიხედეთ და თქვით, რამდენი ოჯახი ცხოვრობთ ასე დღემდე??” – ანა კოლ-შიმშილაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:37 01-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ისრაელში მცხოვრები ექიმი, ანა კოლ-შიმშილაშვილი:

“რამდენი #გაუბედურებული ქალი დადის საქართველოში, არა და #ქალღმერთი უნდა ყოფილიყო!!!

რამდენი #ღმერთის #შვილი უნდა გაჩენილიყო და #მოკლეს! მუცელში #ჩაკლეს!!!

რამდენი #სიცოცხლე უნდა ყოფილიყო და ღმერთს სიცოცხლე #მოუკლეს!!!

არ ვიცი რამდენი ხანია რაც ეს ჯგუფი “ვეძებ” არსებობს, მაგრამ ვიცი რომ პირველი დღიდან ჯგუფის წევრი ვარ…

ჯგუფამდე ვიყავი კავშირში თამუნასთან და იასთან…

არც ერთი პოსტი არ გამომიტოვებია, ყველას ცრემლიანი ვკითხულობ და ყოველთვის ვფიქრობ, კი ვფიქრობ, რა იქნებოდა , როგორ წარიმართებოდ მოვლენები მე რომ ვყოფილიყავი მშობიარე უქმროდ საქართველოს სამშობიაროში 80- იან, 90 იან , ან 2000 იან წლების დასაწყისში?

მშობიარობამდე ვინ მიმიშვებდა!!!!

ოჯახში არტყდებოდა საშინელი დრამა:

შევარცხვინე!!

მე კი ვარ შერცხვენილი!!!

იქნებოდა აბორტი!

თუ გვიან გაიგებდნენ და – ნაადრევი მშობიარობა!

და თუ მივიდოდი დროულ მშობიარობამდე – აუცილდბლად გააშვილებდნენ! კი, ჩემი ოჯახი გააშვილებდა!

მე ვინ რას მკითხავდა!!!

ზუსტად ვიცი და არაა ეს ვარაუდი!

ზუსტად ასე იქნებოდა!!!

ჩამქოლავდნენ! ჩამკეტავდნენ სახლში! გადამმალავდნენ!

“გამკერავდნენ”!

გამათხოვებდნენ!!!

კი, გამათხოვებდნენ ტყუილში, ისე, რომ ჩემს მომავალ მეუღლეს და შემდეგში მეუღლეს, არასდროს არ ეცოდინებოდა ჩემი წარსული!!!

ხო, გულში ჩაიხედეთ და თქვით, რამდენი ოჯახი ცხოვრობთ ასე დღემდე??

-ძალიან ბევრი!!!

ტყუილში!

საიდან მოდის ქართველში სიყვარულის სირცხვილად აღქმა???

და სამაგიეროდ სარფიანი გარიგებით და უსიყვარულოდ ცხოვრება – პატიოსნებად???

ძალადობის მოთმენა ოჯახში – პატიოსნებააა!

ძალადობის წინააღმდეგ წასვლა – სირცხვილი!!!

რა საცოდავები ვართ…

არ მითხრათ რომ აღარ ვართ, კიდევ ვართ და კიდევ დიდხანს ვიქნებით!!!

გენეტიკურ კოდში ზის სირცხვილის უკუღმართი აღქმა!!!

ყველა მარტოხელა დედას, რომელმაც შეძლო და გადაარჩინა ოჯახის აგრესიიდან შვილი პატივს გცემთ, გოგოებო, დედებო! მიყვარხართ!

ვინც ვერ შეძლო: ძალით აბორტი, ადრეული მშობიარობა თუ გაუშვილეს- მიყვარხართ!!!

ბებია -ბაბუებო, შერცხვენილებო, დედებს რომ შვილები ააგლიჯეთ და გაუშვილეთ, ღმერთმა გაპატიოთ ..

ექიმებო და ექთნებო, ვინც ბავშვებს იპარავდით… არც ვიცი რა გითხრათ, თქვენი ცოდვები გეყოფათ!

რა ცოდვილიანია საქართველო…

ღვთისმშობლის რწმენის ქვეყანა…

რა ხდებოდა!

ყველა ფეხმძიმე ქალღმერთია და ყველა დედა!!

ყველა შვილი კი ღმერთის შვილია!!!

-ზუსტად ამ სიწმინდის წინააღმდეგ წასული საქართველო!

არა და ღვთისმშობლის რწმენის ქვეყანაო…

ვისაც არ მოგწონთ რაც დავწერე- ცივი წყალი დალიეთ!

რამდენი გაუბედურებული ქალი დადის ამ ქვეყანაში, არა და ქალღმერთი უნდა ყოფილიყო!!!

ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანა ..

პ.ს.

ღვთისმშობლის წილხვედრი – ვიცი ჩამქოლავთ, მაგრამ მაინც ვიტყვი:

წარმოვიდგინოთ, რომ მარიამის მუცელში ასე ჩაეკლათ იეშუა ბენ იოსეფ – ანუ იესო!

არ მითხრათ ახლა ეს არ მოხდებოდაო, ის ღმერთის შვილიაო!!!!

ყველანი ღმერთის შვილები ვართ!

მაგ ეტაპზე ბრბომ სულაც არ იცოდა რა იქნებოდა!

და რამდენჯერ წასულა ბრბო უფლის წინააღმდეგ?

გადავხედოთ ისტორიას! რამდენჯერაც გინდათ!

ხო და იესოც რომ ჩაეკლათ?

ხო და ასე ყოველ აბორტზე კლავთ იესოს!

ყოველ მიტოვებული ბავშვი – მიტოვებული იესოა!ყოველი გაყიდული ბავშვი- გაყიდული იესოა!

…

და რატომ გვიკვირს საქართველოს უკუღმართი ბედი ამდენი ცოდვის შემდეგ????

ჩემი რჩევაა:

გაიკეთეთ DNA – ტესტი, გენეტიკური! შეჰქმენით ბაზა გენეტიკური, თორემ დიდი ცოდვა ტრიალებს და იქნებ შევაჩეროთ… იქნებ და აწი მაინც…”

თეგები: ანა კოლ-შიმშილაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო
ახალი ამბები

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო

16:10 08-12-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა:  ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

14:41 08-12-2025
რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved