• რეკლამა
  • კონტაქტი
22:53, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩამოვიმხეთ ეს კოლგოტკები თავზე და მეზობელ კორპუსს მივადექით, თან გვრცხვენია, თან მივილტვით” – ისტორია სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
18:41 12-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
712
სოციალური ქსელის მომხმარებელი, Cheshire Cat:
“შობაზე სულ ერთი ისტორია მახსენდება, რომელიც ყველაზე ძალიან ჩამრჩა გონებაში.
ბავშვები ვართ, ბნელი 90 _იანებია .
ახლა რომ სტიქაროსნები, მომღერლები, პრეზიდენტები და კოლმეურნეობის თავმჯდომარეები დადიან ალილოზე მეტრიანი ჯვრებით და ქოროებით, ისე არ ხდება.
ხანდახან ბავშვები ჩაიმღერებდნენ უკუნ სიბნელეში და ისიც ძალიან იშვიათად .ხოლო თუ ბოხი ხმა ერია, არც უნდა გასულიყავი
მე და ჩემმა მეგობარმა, გადავწყვიტეთ წავსულიყავით ალილოზე. წინა წელს ჩვენთან იყვნენ და ჩვენც გვინდა ახლა ტკბილეული შევმატოთ ოჯახს .
სახლში ერთი კი წავიკნავლე, ალილო როდის არისთქო და რა ალილო, სირცხვილია, სად უნდა წახვიდე,ხალხს უნდა აფიქრებინო კამფეტებზე დადისო ,
არადა მაგას ვაპირებ ზუსტად და გავიტრუნე. კიდევ რომ ვახსენო, მიმიხვდებიან ჩანაფიქრს და ვერ მოვახერხებ გაპარვას, უფრო მკაცრად გამაკონტროლებენ.
ვეუბნები ამ ჩემს მეგობარს სიმღერა ხომ ასეა : 25-სა დეკემბერსა, ალილო… ე.ი. 25_იათქო, იმანაც ხო ლოგიკურია ,აბა რაო დამიდასტურა, და ვემზადებით მთელი კვირა, როდის დადგება 25.
სხვებმა იარონ 7_ში, ჩვენ ნამდვილ ალილოზე უნდა წავიდეთ .
მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი
სიხარული მივუტანოთ ხალხს 
ვიშოვეთ ცემენტის უზარმაზარი ტომარა, ეს ყველაზე დიდი იყო რაც მოვიპოვეთ და მზადა ვართ
სირცხვილია რომ მითხრეს, ამიტომ ცოტა გული მეთანაღრება და ოჯახის ღირსების სადარაჯოზე მდგარმა, გადავწყვიტეთ სახეები დაგვეფარა. ისიც უფრთხილდებოდა რეპუტაციას 
გვინდოდა კამფეტებიც მიგვეღო და თან ვერ ვეცნეთ ვერავის
ამისთვის … მოვიპარე სახლიდან ქალის კოლგოტკები. ახალი ჰქონდა დედაჩემს გადანახული, ძლივს იშოვა ალბათ სადმე და არ შევარგე.
25 ში შევხვდით ქუჩის თავში, ჩამოვიმხეთ ეს კოლგოტკები თავზე და წავედით.
შემოგვტენეს ამ ჩემი მეგობრის პატარა ძმა. ძალიან არ გვინდოდა, მაგრამ გარეთ ყოფნის აუცილებელი პირობა იყო ეს თან გვყოლოდა და დავმორჩილდით ბედს.
მას წინდასავით მოვუჭერით, კალგოტკის რაღაცა ნაჭერი, დავახურეთ და მეზობელ კორპუსს მივადექით.
ვაბრაგუნებთ, კარებს არავინ გვიღებს, თან გვრცხვენია. თან მივილტვით. ვაა, პირველი სართული არ აღებს, მეორე არ აღებს ,მოვიწყინეთ, სად არის ეს ხალხი წასული ვერ ვხვდებით.
არადა წარმოიდგინეთ
90_იანი წლებია, შუქი არ არის,მხედრიონი დათარეშობს , ყოველ ღამით ვიღაცას აყაჩაღებენ და ვიღაც შუაღამით კარზე გიბრახუნებს და გაიხედავ და სამი უცნაური , მახინჯი არსება დგას , თავზე ჩამოცმული კალგოტკებით.
ხელში დიდი ტომრით
თან კართან ხმას რომ გავიგებთ, ასანთს ვანთებთ, რომ გამოიხედავენ, კარგად შეგვათვალიერონ და ვერ ვხვდებით რატომ არ უნდა გაუხარდეთ ჩვენი დანახვა
ბოლოს მეოთხე თუ მეხუთე სართულზე კიდევ ერთ კარზე რომ დავაბრახუნეთ ატყდა ჩოჩქოლი .
გამიშვი ამათ მ…..კარგის ტ … ს , ვინ უნდა შემაშინოს ყვირის კაცი. არ დამღუპოოო არ გახვიდე ქალის კივილი, ბავშვები ბღავიან , ვიღაცა მოთქვამს .ჩვენ გულგახეთქილები , უნდა მოვკურცხლოთ და იგლიჯება კარი და გამორბის კაცი , ხელში თოფით, უკან დედა, მამა, ცოლი, ბავშვები , კატა შეიარაღებულები ბოთლებით, კომბლებით,ცოცხით და ჩვენ ამ დროს განწირული ხმით, გულგახეთქილები ვიწყებთ ღრიალს :
25_სა დეკემბერსა, ალილოოოოოო , სიტყვებიც დაგვავიწყდა შიშისგან. ჩავიხვიეთ ალილოოო. ალილოოო . ვკივივართ და ერთს ვოცნებობთ, არ ჩაგვაკლას ამ კაცმა.
კარებში ამ ოჯახის წევრების დაზაფრული , დაშოკილი სახეები მოჩანს, ხელში ლამის ფიწლები უჭირავთ მოღერებული.
სასწაული სურათია.
კინაღამ ჰეროდესავით დაგვაკლეს ქრისტეს დაბადებას.
ბოლოს მიხვდნენ რაც ხდებოდა, ატყდა სიცილი. ჩულქი რატო გახურავსო, ხატია? მეთქი არ ვარ ხატია. სხვა ბავშვებივართ. ოჯახი რომ არ უნდა შევარცხვინო, ეგ მახსოვს 
იმ ხალხს ისე გაუხარდა მხედრიონი და ყაჩაღები რომ არ ვიყავით.
2 კილო ხილი და სნიკერსი გვაჩუქეს .
სნიკერსი იმ დროს ასე სახლში თავისუფლად ჰქონოდა ვიღაცას და მერე სხვისთვის გაემეტებინა, ძალიან ფანტასტიკის სფერო იყო და სნიკერსი რომ დავინახეთ რა გაგვაჩერებდა.
სანამ არ გაგვიღებდნენ სად წავიდოდით )))) ფრთები გამოგვესხა.
მე არც ხმა მაქვს და არც სინდისი ,მაგრამ თავს არ ვზოგავ ვმღერი ბოლო ხმაზე. მელიზმებს ვაკეთებ დაჟე ზედმეტი მონდომებისგან .
რაც მთავარია ეს კალგოტკები არ მოგვიხდია .
ამ ხმაურზე სხვა სართულებმაც გამოიხედეს .ატყდა სიცილი. ყველამ დაგვპატიჟა , გავავსეთ ეს ცემენტის ტომარა ტკბილეულით და უბედნიერესი ვიყავი, ვიდრე ვიღაცამ ბებიაჩემს არ დაურეკა: რა საყვარელია, როგორ გაგვამხიარულა და რა კარგი რამე გააკეთესო.
ნახევარ წუთში მოირბინა ბებიამ და წამაპორწიალეს სახლში .ნახევარი ღამე მტუქსავდნენ, არასდროს მეჩხუბებოდა და მიკვირდა რა დავაშავე, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი ვერ მოვიწყენდი , მეორე დღეს ველოდი.განძი მელოდებოდა.
დილით შევხვდით და ნადავლი გავიყავით.უდიდესი ქონება იმ დროისთვის : 10 მანეთი , ხილი და კამფეტები შეგვხდა თითოს.სულ თანაბრად , სნიკერსი კი ერთი იყო და სახაზავის მეშვეობით გავჭერით სამად.
ახლა ელის უყვარს ძალიან ალილო და ელოდება მეგობრებთან ერთად როდის წავა ხოლმე და მე სულ ეგ ამბავი მახსენდება.
სულ მინდა გავყვე .
ჩულქების გარეშე.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved