• რეკლამა
  • კონტაქტი
20:37, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩამოვედი!გაოგნებული ვარ!მარტო უკრაინის დროშის დაკიდება აღარ რეცხავს ამ მთავრობის სირცხვილს!უნდა შევცვალოთ!” -ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
10:18 03-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,462

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში შთაბეჭდილებების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის საზღვარზე, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად კარვებია გაშლილი, საქართველო არსად ჩანს. პოლიტიკოსის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩამოვედი პოლონეთი-უკრაინის საზღვრიდან

1. გაოგნებული ვარ უკრაინელების განწყობით, დისციპლინით, მორიდებულობით, უპრეტენზიობით და მადლიერების გრძნობით პატარა დახმარებაზეც კი. სავსე იყო საზღვრებიც, გამაწილების პუნქტებიც პატარა ბავშვებით და არსად არ იყო ხმაური, ტირილი, ქაოსი. შუა ღამესაც კი ბავშვები მორჩილად წიწილებივით მიყვებოდნენ დედებს. იყო მძიმე შემთხვევები, როცა დედებს ბავშვები გადმოყავდათ უშვებდენ სადმე ნათესავბეთან და უკან ბრუნდებოდნენ ქმრებთან. არასდროს დამავიწყდება ამ ბავშვების სევდიანი, მაგრამ მორჩილი თვალები. იქით დედებს აწყნარებდენ.

2. სრულიად აღფრთოვანებული ვარ პოლონეთის მოქმედებებით, როგორც ადამიანურ დონეზე, ასევე სახელმწიფოს დონეზე. საათივით აწყობილი დახვედრის, დახმარების, გადანაწილების სისტემა. ჩამოდგამდა თუ არა ფეხს უკრაინელი ხვდებოდათ კალიასკები, უფასო ინტერნეტი, სიმკარტები, ჰიგიენის საშუელაბები, საჭმელი, საბნები, ავტობუსები, მომღიმარი პოლიციელები, სამხედროები, მოხალისეები. მთელი პოლონეთი მოცულია უკრაინით და მათი დახმარებით. ვარშავაშიც კი, როცა დადიხარ ყველგან უკრაინაა, ყველგან უკრაინის დახმარებაა. როგორც სახელმწიფომ, პოლონეთმა აჩვენა საოცარი სახე, მორალურად და პრაგმატულად. ამ ცინიკურ და გულგრილ სამყაროში უცებ ამოიფრქვა სოლიდარობის, ზრუნვის, სიკეთის, თანადგომის უდიდესი ენერგია

3. გაოგნებული ვარ, რა სამარცხვინოდ გამოვიყურებით საქართველო. იმ უამრავ ორგანიზებულ კარავში თუ დახმარებაში არსად ჭაჭანებს საქართველო. მეტიც, აქეთ გამოხედვის ეშინიათ და გული სავსე აქვთ წყენით ჩვენს მიმართ. ასეთი ისტორიული მომენტები ძალიან იშვიათია და ამ იშვიათ მომენტში ჩვენ ვართ სამარცხვინო მხარეს.

4. ‘ჩვენ ჩვენი მთავრობა არავართ’ პოზიცია პირველ ეტაპზე ნამდვილად შედგა, მაგრამ ნურავინ დავიმშვიდებთ თავს მაგითი. ჩვენ ჩვენი მთავრობა ვართ და პასუხს ვაგებთ მათ სამარცხვინოობაზე, სანამ ისინი არიან სათავეში. უკრაინის დროშის დაკიდება კარგია და აუცილებელი, მაგრამ ის აღარ რეცხავს იმ სირცხვილს, რომ ვიტანთ ამ მთავრობას. ერთადერთი და აუცილებელი ჩვენი ამოცანა არის ამ მთავრობის მოშორება. მორალური და პრაგმატული სიმძიმე ამ ვითარებაში ამ დაჯგუფების ატანის არის უდიდესი. იქ კვდება ხალხი, იქ ყრიან ხალხს სახლებიდან, იქ უბედურება ტრიალებს და ამ უბედურებას ის ხალხი შეხვდა ღირსებით. ჩვენ უღირსად.

ეს მთავრობა უნდა შევცვალოთ!”, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved