• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩამორთმეული ქონებები და ქუჩაში დარჩენილი ხალხი – ხელისუფლება დუმილის ხარჯზე მდიდრდება – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
14:51 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

“სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სესხებზე უსამართლოდ მაღალ პროცენტებს ასახხელებს. ამასთან, მიაჩნია, რომ საბანკო მონოპოლიებმა ფაქტობრივად, ხალხის ძარცვის ხარჯზე დაიწყეს ასტრონომიული ციფრებით მოგების ჩვენება.

ვაშაძის განცხადებით, წელს ბანკებმა მოსახლეობის ხარჯზე 50 მილიონი ლარით მეტი ქონება დაისაკუთრეს, ვიდრე შარშან. მათ ანგარიშზე 220 407 109 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული და მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი თითოეული მოქალაქის ხარჯზე.

„ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, თუმცა დამსხვრეული ოცნებების ივანიშვილის ხელისუფლება არაფერს აკეთებს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ხელთ მაქვს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულება, თუ რა მძიმე მდგომარებაში ვართ. 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, 220 მილიონი ლარის ქონება გადავიდა ბანკების საკუთრებაში, ანუ 220 მილიონი ლარის ქონების მესაკუთრე, ბიზნეს სუბიექტი, კერძო პირი გაკოტრდა ქვეყანაში და ეს ქონება გადაეცათ ბანკებს. 50 მილიონით მეტია ეს ქონება ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში, მხოლოდ 4 ბანკთან მიმართებაში, და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ კორონა ვირუსის დროს, როდესაც გამოვიდა ბატონი გახარია და გვითხრა, რომ სესხებზე პროცენტი სამი თვით გადავადდებოდა, თითქოს უნდა გაჩერებულიყო საბანკო ოპერაციები და საბანკო ქმედებები, ბანკებმა 220 მილიონი ლარის ქონება ამოიღეს საქართველოს ეკონომიკიდან და გადაიფორმეს. ეს ნათლად ჩანს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ანგარიშში. ეს არ არის რაიმე საექსპერტო დასკვნა ან ვინმეს გამოქვეყნებული მონაცემი. ეს ნიშნავს, რომ ის 5 მრდ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სესხად აიღო, სად დაიხარჯა არ ვიცით. სახელმწიფო საით მიემართება არავინ უწყისს, ფაქტია არცერთი ლარი არ მიდის ტურიზმის სექტორის, მანქანების რეექსპორტის სექტორის და სხვა მცირე თუ საშუალო ბიზნესის გადასარჩენად, ის უბრალოდ ხმრდება კერძო პირების ქონების დაცვას. კრიზისი ყველასთვისაა და როცა ამ ფონზე სახელმწიფო აცხადებს, რომ ეხმარება ბიზნესს და მოქალაქეებს, რეალურად არაფერი ქმედება არ ჩანს. ჩვენ პირიქით გვიბრუნდება – ბანკები მიდიან და ართმევენ ქონებას ადამიანებს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ მას პრეტენზია ბაკებთან არ გააჩნია და ვერც ექნება, რადგან ბიზნეს სუბიექტები არიან და მათ საქმიანობაში ასე ღიად ვერ ჩერევა.

„მაგრამ როცა შენ ხარ ხელისუფალი, გამოდიხარ და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს იძახი, რომ მე ვეხმარები ხალხს, ვსვამ კითხვას ეს არის თქვენი დახმარება? 220 მლნ ლარის ქონება გადაიფორმეს ე.წ. მორატორიუმის გამოცხადების დროს ბანკებმა. მიმაჩნია, რომ ეს დასაწყისია და მესამე კვარტალი კიდევ უფრო უარესი იქნება და ა.შ მე მინდა საზოგადოებას მივმართო: ხალხნო, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ჯიბეზე ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ 45 მლნ ლარი გადაურიცხეს თავის კომპანიებს კორონა ვირუსის დროს, კაპიკები ხალხს. 45 მლნ მოიპარეს პირდაპირ ბიუჯეტიდან ამ მძიმე ვითარებაში. უფრო მეტიც, არცერთი კაპიკი არ მიდის რეალურად ხალხის დასახმარებლად და ამის ნათელი მაგალითები ბევრია: ბიზნესი კოტრდება, ქონებების ჩამორთმევის სერიები მთელ საქართველოში გრძელდება. 220 მლნ ლარის ქონება გადაიფორმეს ბანკებმა. ხალხი ქუჩაში რჩება სახლების, ბიზნესისა და სასტუმროების გარეშე, რაშიც ჩადეს მთელი ენერგია. აბსოლიტურად ყველაფერი გაკოტრებულია და შიმშილისთვის არიან განწირულები. ეს უსამართლობა როდემდე უნდა გაგრძელდეს?“ – მიაჩნია ვაშაძეს და ამომრჩეველს პირდება, რომ 31 ოქტომბერს დამსხვრეული ოცნებების მატყუარა რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება.

„ნუთუ კიდევ ვინმეს სჯერა საქართველოში მატყუარა ივანიშვილის მთავრობის, რომლებმაც ამ რვა წლის განმავლობაში არც ერთი დაპირება. აი, ეს არის ის რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს და ეს უსამართლობა აუცილებლად უნდა დავასრულოთ. მივმართავ საზოგადოებას , თითოეულ ადამიანს, რომ საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა და ამისთვის ჩვენ გვჭირდება დავადგეთ აღმშენებლობის გზას. აქედან გამომდინარე გთხოვთ სრული მობილიზება გავაკეთოთ და კარგად დავინახოთ როგორ მატყუარა და თაღლით ადამიანებთან გვაქვს საქმე დღეს გახარიების, ივანიშვილების და სხვა სახით,“ – აღნიშნავს „სტრატეგია აღამშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved