• რეკლამა
  • კონტაქტი
02:06, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩამონათვალს მოგაწვდით, რომელ საკვებ პროდუქტებზე გაიზრდება კოლოსალურად ფასები და მიზეზსაც აგიხსნით“

ალია ავტორი - ალია
21:24 06-05-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,610

ანი დვალიშვილი

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო დონის ექსპერტს შევხვდით. ის ჩვენს ქვეყანაში არავისთან შესახვედრად არ ჩამოსულა, ორი დღით მეგობარი მოინახულა და „ალიას“ შეხვედრაც სწორედ მის მეგობართან, შემთხვევით მოხდა.

„არ გეწყინოთ, მაგრამ ლარი კი არ მყარდებოდა, დოლარი და ევრო უფასურდება. ეს პანდემიის ბრალია. პანდემიის პერიოდში, როცა მსოფლიო დაპაუზდა, საჭირო გახდა გადარიცხვები, უზარმაზარი თანხების ჩასხმა სხვადასხვა მიმართულებით, რათა კონომიკა არ ჩამოშლილიყო. ამიტომ, დიდმა ქვეყნებმა ფულის ჭარბი ოდენობა დაბეჭდეს, რადგან არავინ იცოდა, როდის დასრულდებოდა პანდემია. ამიტომ, მოქალაქეები დანაზოგს უფრთხილდებოდნენ, ბანკებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, რეზერვები ჰქონოდათ და სახელმწიფო ამიტომაც გახდა იძულებული, ფული დაებეჭდა. ეს ყველაფერი სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და სამი წლის განმავლობაში გაშვებულ უზარმაზარ თანხებს, უკან ერთ და ორ თვეში ვერ დაიბრუნებენ. შეიძლება ითქვას, რუსეთ-უკრაინის ომმა იმავე ამერიკას სულზე მოუსწრო. დააკვირდით რა ხდება, შტატები უკრაინას ძირითადად იარაღით კი არა, თანხით ეხმარება, ანუ ამერიკიდან დოლარის ჭარბი ოდენობა გააქვს და ცდილობს, ის დანარჩენ მსოფლიოში გადაანაწილოს. პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობიდანაც ცდილობენ ფულის ამოღებას და იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რომელიც პანდემიამდე იყო. შესაძლოა, ამერიკის გულუხვობა ვინმეს უკვირს, მაგრამ ამას საკუთარი ეკონომიკისთვის და დოლარის სიმყარისთვის აკეთებენ. ზუსტად იგივე ხდება ევროსთან მიმართებაშიც და ამას თვეები დასჭირდება. ამერიკულმა ბანკებმა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი უკვე გაზარდეს და თუ გადარჩენა სურთ, მისი გაზრდა კიდევ მოუწევთ“, – გვითხრა ექსპერტმა.

ეს ყველაფერი ქართველ ექსპერტებთანაც გადავამოწმეთ და არ გაგიკვირდეთ, თუ უკვე ამ კვირიდან, ყველამ იგივეს მტკიცება დაიწყო. ჩვენთან ხომ ასეა, რაიმე მოსაზრებას თუ ამბობ კონკრეტულ საკითხზე, შემდეგ უკვე, როგორც ექსპერტს, ისე გეკითხებიან. მოკლედ, ახლა, როცა ეროვნული ვალუტის ორკვირიანი სიმყარის ყველაზე სანდო და რეალური ვარიანტი გავიგეთ, ის ვთქვათ, რატომ არ იაფდებებოდა ლარის გამყარებასთან ერთად პროდუქტები. საქმე ის გახლავთ, რომ პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე, გაიაფების ნაცვვლად ძვირდება და ეს სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის დამსახურებაა. მსოფლიო მასშტაბის ორ მიმწოდებელს უკვე აღარ სცალია ხვნა-თესვისთვის და ისინი იმ ჯაჭვის რგოლებიდან ჩაიხსნენ, რომელიც მსოფლიო ბაზარს კრავდა. ამას ისიც დაემატა, რომ ინდოეთმა, მსოფლიოში ხორბლის მეორე მიმწოდებელმა, ქვეყნიდან მარცვლეულის გატანაზე კონტროლი დააწესა და გასულ კვირას ისიც თქვა, გვალვის გამო, ხორბლის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 15-20%-ით ნაკლები იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტას გაყიდიან და იმასაც შედარებით ძვირად.

ამ სქემაში ჯერჯერობით კვლავ არ მოიძებნა საქართველოს ადგილი. ანუ, ქვეყანაში ხორბალი უბრალოდ აღარ შემოდის და ამის ფონზე… 1200%-ით გაიზარდა პურის ფქვილის შემოტანა, ანუ მთლიანად ფქვილზე ვართ ჩამოკიდებული, რაც ძალიან ცუდია. ცუდია იმიტომ, რომ ფქვილით გრძელვადიანი მარაგების შექმნა გამორიცხულია და ასევე გამორიცხულია, ფქვილისგან ცხოველთა საკვები ქატოს კეთება, ანუ ქატო ცალკე უნდა შემოვიდეს, რაც ხორცის ფასს ზრდის. ჰო, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, ქვეყნიდან ცხვრის, ქათმის, თხის და საქონლის ხორცის გატანა აკრძალა. მიზეზი მარტივია – არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ხორცის ფასი ძალიან გაიზრდება და ზოგადად, ხორცი დეფიციტური იქნება. იმასაც გეტყვით, რომ ასევე მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, ქართულ ბაზარზე, ესოდენ ჭარბად არსებულ ირანულ ხახვსა და კარტოფილს ვეღარ შეიძენთ, რადგან ირანის ხელისუფლებამ ქვეყნიდან მათი გატანა აკრძალა და ზედ პომიდორი და ბადრიჯანიც მიაყოლა. ირანული კარტოფილისა და ხახვის ქართული ბაზრიდან გაქრობა, ამ ორ პროდუქტზე ფასს გაზრდის და თურქულ პროდუქციაზე გაიზრდება მოთხოვნა და ასეთ პირობებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ როგორმე უნდა მოახერხოს და სწორედ ხახვის და კარტოფილის მოსავალი გაზარდოს. ახლაც კი არ არის დაგვიანებული ხახვისა და კარტოფილის დათესვა, თუმცა… არადა, იყო დრო, ქართული ხახვი და კარტოფილი ათეული ტონობით გადიოდა ექსპორტზე. ჰო, ხორბლის დათესვა-მოყვანის შესაძლებლობა წელსაც რომ არ გამოვიყენეთ, კი გეცოდონებათ.

რადგან ხორცი ვახსენეთ, ფასს მხოლოდ ქატოს გაძვირება არ გაზრდის. როგორც წესი, ზაფხულში საქონელი მთაში მიჰყავთ საძვრებზე. იქ ფართობებს ქირაობენ და ლამის ოქტომბრის ბოლომდე არიან. ჰოდა, მწყემსებმა თქვეს, ადრე თუ კოკრეტულ ადგილში სეზონზე 15 ათას ლარს ვიხდიდით, ახლა ფასი 40 ათასიდან იწყება და ეს იმას ნიშნავს, რომ მთიდან ჩამოსულ საქონელში ბევრად ძვირს მოვითხოვთ და ვერც ვერავინ გაგვამტყუნებსო.

სხვათა შორის, ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება კრიპტო-ვალუტის გამომუშავების პროცესი. არაერთ მოქალაქეს აქვს სურვილი, რომ ფული სწორედ ამ გზით იშოვოს და მოთხოვნა იმდენად დიდია, ქართული ენერგოსისტემა ბოლომდე რომ გაჰყვეს, უბრალოდ ვერ გაუძლებს. ამიტომ, მაინერების დადგმაზე მოთხოვნების 99% უარყოფილია, რასაც მოქალაქეები აპროტესტებენ და ითხოვენ, აუხსნან, რატომ ეუბნებიან უარს, რადგან ისინი ამ ყველაფრის გაკეთებას ოფიციალურად აპირებენ, აპირებენ გადასახადის გადახდას, მაგრამ სახელმწიფო მათ ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას არ აძლევს. შარშანდელთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებას ისედაც 15%-ით არის გაზრდილი და ესეც ნაყიდი დენის ხარჯზე, ანუ ადგილობრივი რესურსი აღარ არსებობს და ამიტომაცაა, ბოლო დროს, ხელისუფლება მცირე თუ დიდი ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე რომ საუბრობს. ისიც ვთქვათ, რომ კრიპტო-ვალუტის ყველაზე დიდი მწარმოებელი საქართველოში ის კომპანიაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელიც გლდანში არსებულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადებს პრაქტიკულად, არ იხდის. შესაბამისი დარგის სპეციალისტს ვკითხეთ და მან მარტივად აგვიხსნა, რომ დაახლოებით 20 ათას დოლარად ღირებული მაინერი თვის განმავლობაში სუფთა მოგების სახით, 1000 დოლარს დატოვებს, თუმცა, ასეთი მძლავრი, თუნდაც ერთი მაინერის სახლის პირობებში დადგმაც კი წარმოუდგენელია, მას კვების ცალკე წყარო და ცალკე ტრანსფორმატორი სჭირდება. არიან ადამიანები, რომლებიც მზად გახლავან ხარჯი გასწიონ და ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯონ იმისთვის, რომ თვეში სუფთა მოგების სახით, 20 ათასი დოლარი ჰქონდეთ, თუმცა კიდევ გავიმეორებთ, მათ ოფიციალურ უარს ეუბნებიან. ძაღლის თავი მხოლოდ ელექტროენერგიის არასაკმარის რაოდენობაში არ უნდა იყოს დამარხული და კრიპტო-ვალუტის მწარმოებლები პირდაპირ მიანიშნებენ, ეს ყველაფერი ვიღაცის ინტერესებს კვეთს და უარს ამიტომ გვეუბნებიანო. ის ვიღაცა კი… ჰო, ეგაა, გამოდი, გიცანით…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved