თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო, რომელიც გუშინ, 11 იანვარს, გორში გარდაცვლილი იპოვეს ჩამომხრჩვალია. უწყება ამბობს, რომ ის 1982 წელს დაბადებული კაპრალი ირაკლი აფრიმაშვილია.
“თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის ექსპერტიზით.
კომენტარები