ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
ერთი ნაცნობი მყავს საფრანგეთში, ომის შემდეგ წავიდა და ოჯახით ცხოვრობს, იქ გადაირჩინა თავიც და საქართველოში დარჩენილებიც შეინახა, ბედნიერია, შვილებსა და შვილიშვილებს საფრანგეთში ზრდის და იქიდან გვმოძღვრავს საქართველოში დარჩენილებს, რომ აშშ და ევროპა რაღაც საშინელებას აპირებენ აქ, გვართმევენ მშვიდობას, დემოკრატიას და სუვერენიტეტს.
ჰოდა ყველა ეგეთ ბნელს მივმართავ:
ჩამოეთესლეთ აქ, თუ ასე გეზიზღებათ დასავლეთი, ჩამოიყვანეთ თქვენი შვილები, აცხოვრეთ ამ სახიფათო და გაუსაძლის მდგომარეობაში, ატარეთ ამ გზებზე, ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ამ საჯარო სკოლებში, აშიმშილეთ ნახევრად, დაახრჩვეთ მტვერსა და გამონაბოლქვში, ბეტონის ჯუნგლებში ამყოფეთ და იმყოფინეთ, რამდენის გამომუშავებასაც შეძლებთ, მერე პენსიაც იმყოფინეთ… რატომ უნდა გაიწვალოთ ასე თავი? მაზოხისტები ხართ?
კომენტარები