• რეკლამა
  • კონტაქტი
01:47, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

CBS ჯგუფი – ძლიერი ქალების ადგილი – “ლიდერი – თანაგრძნობით, თავმდაბლობით, ჰუმანურობითა და სიყვარულით”

ალია ავტორი - ალია
17:41 12-26-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,134

CBS ჯგუფის ახალგაზრდა ფინანსური დირექტორი, თამარ გახარია ინგლისურენოვან Forbes-თან ინტერვიუში საუბრობს წარმატებული კარიერის და ოჯახური პასუხისმგებლობის ჰარმონიზაციაზე, რისი მიღწევაც ბევრ ქალს შეუძლია.

-თამარ, ისეთი ახალგაზრდა ქალის ნახვა, როგორიც შენ ხარ – ამხელა კომპანიაში, იშვიათია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სოციალურად უფრო განვითარებული ქვეყნებისთვის. რას ნიშნავს იყო CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი?

–მე მჯერა, რომ ქალი ყოველთვის და ყველგან დამატებით ღირებულების მომტანია. ერთხელ, MBA-ზე სწავლისას, წავიკითხე კვლევა, რომელშიც ავტორები ამბობდნენ, რომ ქალები აღმასრულებელი პოზიციების მხოლოდ 20%-25%-ს იკავებენ გლობალურად, ხოლო მაღალი დონის მენეჯერული პოზიციების მხოლოდ 29%-33% – ს. ეს ფენომენი, ჩემი აზრით, შემდეგი გარემოებით აიხსნება: გარდა სრულგანაკვეთიანი სამსახურებისა, ქალებმა უნდა იმუშაონ- დედებად, დიასახლისებად, მზარეულებად… ეს მოცემულობა კიდევ უფრო რთულდება, ისეთი ცხოვრებისეული ცვლილებების დროს, როგორიცაა: ქორწინება, ორსულობა, დედობა… ზუსტად ამ დროს დგება მომენტი, როდესაც
შემოთავაზებული ვარიანტებიდან, ყველაზე მარტივად უარს სწორედ სამსახურზე ვამბობთ. მიზეზი ბევრია: გაურკვევლობა საკუთარი შესაძლებლობებში, აზრებში, სოციალური ზეწოლა ან ნებისყოფის ნაკლებობა… ამ დროს, ყველაზე მთავარი საკუთარ თავთან გულწრფელობაა, და, თუ გულწრფელია თვითრეალიზაციის სურვილი, არასდროს არ უნდა მივატოვო ის. ცხოვრებისა და კარიერის მარათონში მონაწილეობა, არც, თუ ისე რთულია, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს.
ფინანსური დირექტორობა გარდამტეხი მომენტი იყო ჩემი ცხოვრებისთვისაც, რადგან პასუხისმგებლობები უზომოდ გაიზარდა. მყავდა შვილი და პირად ცხოვრებას სტაბილურობის ნატამალიც არ ეტყობოდა, ჩემი პატარა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვიყავი, რამაც მომცა ძალა, მიმეღო ეს გამოწვევა.
ახლა, ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ ამ არაჩვეულებრივ ორგანიზაციაში, საწინააღმდეგო სქესის მხადამხარ, რომლებიც ქალების მიმართ მიუკერძოებელი დამოკიდებულებით არიან და ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არასდროს ვმდგარვარ იმ არჩევანის წინაშე დამეთმო – სამსახური, ან ჩემი ოჯახური ვალდებულებები. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც არანორმირებული გრაფიკით გიწევს მუშაობა, გყავს ბავშვები, ოჯახი, რომლებიც
არანაკლებ დროს, აღზრდას, ზრუნვას და სიყვარულს საჭიროებენ.

CBS ჯგუფი არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი ჩემთვის – ეს გაცილებით მეტია. CBS ჯგუფმა მომცა საშუალება გამეცნო ადამიანები, შემეძინა გამოცდილება და მასწავლა ცხოვრება. დღეს მყავს ორი შვილი და ამ ცოდნის არსებობა ფასდაუდებელია ჩემთვის, რადგან მაქვს საშუალება ეს ცოდნა ჩემს შვილებს გადავცე და მათ ისარგებლონ იმით, რომ ჰქონდეთ ამ გამოცდილების პლაცდარმი. ამ გუნდში არასდროს მიგრძვნია თავი უხერხულად იმის გამო, რომ დედა ვარ, რომელიც ამავდროულად არანორმირებული გრაფიკით მუშაობს. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზიც ესაა, რატომაც მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის და შვილების, რომლეთაც მასწავლეს, როგორ შეიძლება მართო თანაგრძნობით, თანადგომით და რომ წარმატების გასაღები, სამსახურში თუ სახლში, თავმდაბლობაში, ადამიანურობაში და სიყვარულშია!

“შრომა შეუცვლელია.”

–რას აკეთებდით CBS ჯგუფში მისვლამდე? – ეკითხება თამარ გახარიას Forbes -ის ჟურნალისტი

–CBS ჯგუფის გუნდში მოხვედრამდე ვმუშაობდი ერთ-ერთ წამყვან ქართულ ბანკში, სადაც რამდენიმე პოზიცია გავიარე. სასტარტო საქმე სწრაფად გადაიქცა პროფესიად, რომელსაც ბევრი წარმატებულად თვლიდა ჩემი ასაკის ადამიანისთვის. ბანკში მუშაობა დიდი გამოცდილება იყო, რადგან ბანკები განვითარების ლოკომოტივები არიან ჩვენს ქვეყანაში და როცა იქ მუშაობ, ნიშნავს, რომ ამ მატარებელში ზიხარ. იქ ვისწავლე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი – შრომას ვერ ანაცვლებს ვერაფერი! ყოველდღიურად მიწევდა, შრომით, საკუთარი თავისათვის მემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები! ყველაფერი ამად ღირდა, რადგან საბოლოოდ CBS ჯგუფმა შემამჩნია და ასე დავსაქმდი ამ კომპანიაში. არასოდეს მეშინოდა კომფორტის ზონიდან გამოსვლის, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის განვითარებისა და უკეთესი საკუთარი თავის მიღწევის ერთადერთი გზა.

თეგები: CBS ჯგუფითამარ გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved