• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

CBS ჯგუფი – “ამ მანქანას ერთად ვმართავთ“ – მსხვილი გარიგებების სათავეში – თამარ გახარია

ალია ავტორი - ალია
19:57 12-28-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,439

Forbes- ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რომელი იყო ყველა მსხვილი და რთული გარიგებები, რომელიც CBS ჯგუფის ახალგაზრდა ფინანსური დირექტორის თამარ გახარიას მართვის ქვეშ განხორციელდა, გახარია საუბარს VEON საქართველოს
გამოსყიდვის პროცესით იწყებს.

-აღნიშნული გარიგება ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. მოლაპარაკებები არც ომის დროს
დაწყებულა და არც ომის გამო. VEON ჰოლდინგთან წილის გამოსყიდვაზე საუბარი CBS ჯგუფმა სამი წლის წინ დაიწყო. ომი, თავისთავად, ამ გარიგებისთვის უფრო რთულ მოცემულობად იქცა, რადგან პროცესის დასახურად მეტი დრო, რესურსი და ენერგია იყო საჭირო. გარიგების ყველაზე პრობლემური ნაწილი – საჭირო დაფინანსების ისე უზრუნველყოფა გახდა, რომ ეს არ ქცეულიყო სანქცირებული პირებისთვის რაიმე ფინანსური სარგებლის მომტან ფაქტად. საბოლოოდ, გარიგება დაიხურა და ჩვენ შევიძინეთ სამიზნე კომპანიის 100%-იანი წილი. VEON საქართველოს, იგივე ბილაინის გამოსყიდვა, იყო წმინდა საქმიანი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი
იყო ჩვენი ქვეყნისთვისაც.

-თამარ, CBS ჯგუფის-ის მიერ განხორციელებულ რომელ გარიგებებს ღნიშნავდით, რომელიც უშუალოდ თქვენი ხელმძღვანელობით განხორციელდა?

-მგონია, რომ ტერმინი „ხელმძღვანელობა“ არასწორად აღწერს CBS Group-ში მიმდინარე პროცესებს. იმისათვის, რომ გარიგება დასრულდეს, გუნდი ერთიანდება ერთი კონკრეტული მიზნის ქვეშ. მე პროცესს საკუთარი თავის მოტივირებიდან ვიწყებ და ალბათ, ამიტომ მაქვს უნარი გუნდის ყველა წევრისგანაც მივიღო მაქსიმალური შედეგი. CBS ჯგუფი მანქანას ჰგავს. წარმოდგენისთვის გკითხავთ – შეგიძლიათ განსაზღვროთ მანქანის რომელი ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია: ძრავა, ტრანსმისია თუ მუხრუჭები? ჩემი პასუხია, რომ ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან მძღოლი ვერ ივლის წინ – ძრავის გარეშე, ვერ მიაღწევს საჭირო სისწრაფეს, თუ ტრანსმისია არ მუშაობს, ხოლო გაუმართავი მუხრუჭებით, ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. სწორედ ეს გახლავთ CBS ჯგუფის-ის კულტურა, სადაც გუნდის ყველა წევრი ერთნაირად მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ “მანქანას“ ერთად ვმართავთ.

სწორედ ამ მანქანის მართვისას ვარ ჩართული CBS ჯგუფის ყველა მნიშვნელოვან პროცესში, იქნება ეს M&A ტრანზაქციები, მენეჯმენტის და პროცესების ცვლილებები, კომპანიების საოპერაციო საქმიანობა, თუ აქტივების მართვა. ამრიგად, ჩვენს მიერ განხორციელებულ მრავალრიცხოვან გარიგებებს შორის რაიმე ფორმით დიფერენცირება – რთული ამოცანაა. თითოეულ ტრანზაქციას აქვს თავისი წარმატების ისტორია. მაგალითად, ლუდსახარშის გასხვისება ჩემი პირველი საქმე იყო CBS Group-ში. ეს არ იყო მსხვილი გარიგება, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და გაყიდვისთვის სწორი დრო იყო შერჩეული. ასევე, არანაკლებ საინტერესოა ჩვენი პორტფელის მუდმივი რესტრუქტურიზაციის პროცესი. სხვა მნიშვნელოვან გარიგებებს შორის მინდა აღვნიშნო: კავკასუს ონლაინის ორეტაპიანი გასხვისება, Europe-bet-ის აქციების გაყიდვა და უახლესი გარიგებები, როგორიცაა თბილისი ენერჯისა და თელასის აქციების შეძენა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინვესტიციები კომპანიებში, რომლებიც ჩვენ ავაშენეთ, დავიწყეთ ცვლილებები, ამის მაგალითია კომპანია „მარნაველი“, „საქართველოს ეროვნულ ლატარია“ და ა.შ.

თეგები: CBS ჯგუფითამარ გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved