ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ცნობილია, რომ მუხლს ამნისტია შეეხო, საბოლოოდ კი შს ყოფილ მინისტრს, სასჯელის ზომად 4 წელი და 5 თვე განესაზღვრა.
საქმეზე გამართლდა ზურაბ ადეიშვილი.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადეიშვილს და ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.














კომენტარები