აშშ-ის დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ ფორმულას ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” საუბრისას, თქვა:
“ომიკრონის წინააღმდეგ თავდაცვისთვის ვაქცინის 3 დოზა აუცილებელია. სავარაუდოდ საჭირო იქნება mrna ვაქცინის 1 დოზის დამატებაც. ამის შემდეგ საჭირო იქნება თუ არა გრიპის ვაქცინის მსგავსი ყოველწლიური ბუსტერები, ამ ეტაპზე გაურკვეველია. დაზუსტებით ვიცით, რომ ვაქცინას ისეთი თავდაცვა აქვს, რომელიც დროთა განმავლობაში მცირდება. აქედან გამომდინარე ცხადია, ბუსტერები დაგვჭირდება, მაგრამ რა სიხშირით, უცნობია.”
კომენტარები